ავთანდილ ებრალიძემ "ჩავესი" დატოვა და კარიერას მეორე დივიზიონის "ესტორილში" გააგრძელებს

AutoSharing Option
27 წლის ქართველმა შემტევმა ავთანდილ ებრალიძემ პორტუგალიის უმაღლესლიგელი "ჩავესი" დატოვა - ამის შესახებ კლუბის ვებგვერდი იტყობინება.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, კონტრაქტი ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე შეწყდა.

რამდენიმე პორტუგალიური გამოცემა, მათ შორის, Zerozero.pt-ი იუწყება, რომ ებრალიძემ ახალი კლუბი უკვე იპოვა და ეს პორტუგალიის მეორე დივიზიონის "ესტორილია".

ქართველი ფეხბურთელი "ჩავესში" გასული წლის ზაფხულში გადავიდა და ახალ კლუბში გატარებულ ნახევარ სეზონში 12 მატჩში მიიღო მონაწილეობა.

"ესტორილი" პორტუგალიის მეორე დივიზიონში მესამე პოზიციას იკავებს.


altავთო ებრალიძე: მჯერა, რომ დადგება ისევ ის დრო, როცა ნაკრებში დამიძახებენ

მკითხველის კომენტარები / 1 /
მეგონა რამე გასახარი დაიწერებოდა.ამ შემთხვევაში მშვიდობით ნაკრებზე ფიქრო...
ბაჩო
20:51 11-01-2019
0

სიახლეები პოპულარული