![](https://sportall.ge/pictures/image31/f61e5584c71d16c7b89c9fe835eeee74.jpg)
25 წლის ქართველი ნახევარმცველი ვახტანგ ჭანტურიშვილი კარიერას ჩეხეთის "ზლინში" გააგრძელებს.
მან სლოვაკეთის ტრნავას "სპარტაკი" დატოვა და "ზლინთან" 2.5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.
საიტი გულშემატკივარს ამცნობს, რომ ის საქართველოს ნაკრების ფეხბურთელია და მათ გუნდს გააძლიერებს.
"ზლინი" 19 ტურის შემდეგ 30 ქულით სატურნირო ცხრილში მე-6 ადგილზეა.
ჭანტურიშვილი ადრე "ზესტაფონის", თბილისის "დინამოსა" და სკოპიეს "ვარდარის" ღირსებას იცავდა.