
თურქულ შეკრებაზე მყოფი დონეცკის "შახტარი" ამხანაგურ მატჩში სპლიტის "ჰაიდუკთან" 1:4 დამარცხდა.
ქართველმა მცველმა დავით ხოჭოლავამ პირველი ტაიმი ითამაშა, რომელიც 1:3 დასრულდა.
უკრაინული პრესის ცნობით, ხორვატიულმა გუნდმა დამსახურებულად გაიმარჯვა, "შახტარის" ფეხბურთელები კი უფრო ინდივიდუალურად მოქმედებდნენ და ეს შედეგზე აისახა.
თუმცა, ეს შეკრების პირველი შეხვედრა იყო და ფეხბურთელების შეუთამაშებლობა ბუნებრივია.