კატარის საერთაშორისო ტურნირზე საბა კვირკველიას "ლოკომოტივმა" 3:1 დაამარცხა "ზენიტი".
"ლოკოს" ქართველი მცველი საბა კვირკველია ძირითად შემადგენლობაში იყო და მეტოქე გუნდის ფორვარდებს გასაქანი არ მისცა. პირველი ტაიმი მისმა გუნდმა 2:0 მოიგო, შესვენების შემდეგ კი მწვრთნელმა იური სიომინმა მთელი გუნდი შეცვალა.
25 იანვარს, ტურნირის მე-2 ტურში "ლოკომოტივი" "როსტოვს" შეხვდება.
"ლოკომოტივი" 17 ტურის შემდეგ 28 ქულით ჩემპიონატზე მე-5 ადგილზეა. რუსეთის პრემიერლიგა 3 მარტს განახლდება და კვირკველიას გუნდი "კრილია სოვეტოვს" უმასპინძლებს, რომლის ღირსებასაც ნახევარმცველი ჯანო ანანიძე დაიცავს.