
კვიპროსულ შეკრებაზე მყოფმა პლოცკის "ვისლამ" ადგილობრივი სამოყვარულო გუნდი "ონისილოსი" 12:0 დაამარცხა.
პოლონური გუნდის ნახევარმცველი გიორგი მერებაშვილი შესვენების შემდეგ შევიდა შეცვლაზე და ჰეთ-თრიკი შეასრულა.
"ვისლა" შეკრებაზე კიდევ სამ საკონტროლო შეხვედრას ჩაატარებს, შემდეგ სამშობლოში დაბრუნდება და 10 თებერვალს ექსტრაკლასას 21-ე ტურში ვარშავის "ლეგიას" უმასპინძლებს.
ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ შეიძლება მერებაშვილმა კარიერა ყაზახეთში გააგრძელოს.