"ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას "ლურჯების" ბევრი ფეხბურთელის წასვლა განიხილება, თუმცა ამ სიას კიდევ ერთი სახელი უნდა დავამატოთ - ლევან მჭედლიძე. გულწრფელად რომ ვთქვათ, არ გვჯერა, რომ ეს გამოვა, თუმცა "კარპი" "გიგანტი" ქართველით ინტერესდება, ისინი თავდამსხმელს ეძებენ.
ლევანისა და "ემპოლის" დაშორების შესახებ ბოლო წლებში ხშირად იწერებოდა, თუმცა ის ყოველთვის გუნდში რჩებოდა, ბოლოს მიღებული გრძელვადიანი ტრავმის დროსაც კი. ფეხბურთელი ახლა უკეთესადაა, თუმცა არა საუკეთესო ფორმაში და
ქართველს დიდი სათამაშო დრო არ აქვს. დარჩენილ დღეებში გავიგებთ, გააგრძელებს თუ არა ლევან მჭედლიძე "ემპოლის" 7-ნომრიანი მაისურის ტარებას." - წერს pianetaempoli.it.
ქართველი ფეხბურთელი იტალიური კლუბის პირველ გუნდში 2008 წლიდან თამაშობს. ლევანმა მიმდინარე სეზონში სერია A-ს 6 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.
რაც შეეხება "კარპის", ის სერია B-ს აუტსაიდერია და ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძვის.
ლევან მჭედლიძე დაბრუნდა, მაგრამ "ემპოლი" მაინც დამარცხდა [VIDEO]