28 წლის მეკარემ კლუბთან კონტრაქტი 2020 წლამდე გააფორმა.
"ძალიან ბედნიერი ვარ, რომ "ვიტორიას" ხელმძღვანელობა მენდო და ჩემში პოტენციალი დაინახა. ეს დიდი ისტორიის მქონე კლუბია პორტუგალიურ ფეხბურთში. აქ მოთამაშე ფეხბურთელების ძალა ვიცი, მათ წინააღმდეგ მითამაშია. დარწმუნებული ვარ, ჩემპიონატს სასურველი შედეგით დავასრულებთ" - განაცხადა გიორგი მაკარიძემ.
გიორგი მაკარიძე სხვადასხვა დროს თბილისის "დინამოს", ფრანგული "ლე მანის", კვიპროსული "დოქსას" და პორტუგალიური "ფეირენსეს", "მორეიენსეს" და "რიო ავეს" ღირსებას
28 წლის მეკარეს საქართველოს ნაკრებში 11 შეხვედრა აქვს ჩატარებული.
"სეტუბალი" პორტუგალიის უმაღლეს ლიგაში მე-11 პოზიციას იკავებს.
ზამთრის სატრანსფერო ფანჯარა [განახლებადი]
მე-7 ქვეყანა! - ლაშა დვალი "ფერენცვაროშის" ფეხბურთელი გახდა
გიორგი მერებაშვილი ყაზახეთში არ გადავა - "ვისლასთან" კონტრაქტი გააგრძელა