"ძალიან ბედნიერი ვარ" - გიორგი მაკარიძე "სეტუბალის" მოთამაშე გახდა

AutoSharing Option
გიორგი მაკარიძე კარიერას პორტუგალიის უმაღლესი დივიზიონის კლუბ "ვიტორია სეტუბალში" გააგრძელებს - ამის შესახებ პორტუგალიური კლუბის ვებგვერდი იუწყება.

28 წლის მეკარემ კლუბთან კონტრაქტი 2020 წლამდე გააფორმა.

"ძალიან ბედნიერი ვარ, რომ "ვიტორიას" ხელმძღვანელობა მენდო და ჩემში პოტენციალი დაინახა. ეს დიდი ისტორიის მქონე კლუბია პორტუგალიურ ფეხბურთში. აქ მოთამაშე ფეხბურთელების ძალა ვიცი, მათ წინააღმდეგ მითამაშია. დარწმუნებული ვარ, ჩემპიონატს სასურველი შედეგით დავასრულებთ" - განაცხადა გიორგი მაკარიძემ.

გიორგი მაკარიძე სხვადასხვა დროს თბილისის "დინამოს", ფრანგული "ლე მანის", კვიპროსული "დოქსას" და პორტუგალიური "ფეირენსეს", "მორეიენსეს" და "რიო ავეს" ღირსებას
იცავდა.

28 წლის მეკარეს საქართველოს ნაკრებში 11 შეხვედრა აქვს ჩატარებული.

"სეტუბალი" პორტუგალიის უმაღლეს ლიგაში მე-11 პოზიციას იკავებს.

altზამთრის სატრანსფერო ფანჯარა [განახლებადი]

altმე-7 ქვეყანა! - ლაშა დვალი "ფერენცვაროშის" ფეხბურთელი გახდა

altგიორგი მერებაშვილი ყაზახეთში არ გადავა - "ვისლასთან" კონტრაქტი გააგრძელა

მკითხველის კომენტარები / 9 /
წარმატებას გისურვებ რაც მეტი ფეხბურთელი იქნება პორტუგალიის მსგავს ჩემპიონატში მით უკეთესი იმედია ძირითადის წევრი იქნები
0
ეს ნორმალურია?
Пппп
11:14 01-02-2019
28
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული