ჯანო ანანიძე: ლონდონის "არსენალი" მეპატიჟებოდა, ახლახან გავიგე, "სპარტაკში" კი არაფერი მითხრეს

AutoSharing Option
ჯანო ანანიძე რუსულ გამოცემა Championat.com-ს სხვადასხვა თემაზე ესაუბრა. ქართველმა მოთამაშემ კარიერის განმავლობაში სხვადასხვა ევროპული კლუბიდან შემოთავაზებების შესახებაც ისაუბრა.

"ევროპისკენ მეც ვიყურებოდი. ახლა გადავწყვიტე, რომ სამარაში ინგლისურის მასწავლებელი ავიყვანო, რათა საინტერესო ადამიანებთან ვიურთიერთო. ეს კარიერაში გამოსადეგია, მე ხომ ბოლო წამს ჩამეშალა ჰოლანდიურ "ვიტესში" ტრანსფერი.

უცხო ქვეყნებიდან ჩემ მიმართ ინტერესი ხშირი იყო. ახლახან გავიგე, რომ ლონდონის "არსენალი" მეპატიჟებოდა, თუმცა არაფერი მითხრეს. იმ შემოთავაზებებიდან, რომელთა შესახებაც ვიცოდი, "ვალენსიას" გამოვარჩევ. ის გუნდი, სადაც სილვა თამაშობდა (დავიდ სილვა - ამჟამად "მანჩესტერ სიტის" მოთამაშე), თუმცა "სპარტაკში"
გადაწყვიტეს, რომ არ უნდა წავსულიყავი. 18-19 წლის ასაკში მეც ასე მეგონა.

ყველაფერი ფულზე არ არის დამოკიდებული. თუ ვინმეს ჰგონია, რომ "სპარტაკში" კონტრაქტის გამო ვარ, ცდება. მთავარი თამაშია. მზად ვიყავი, დიდ დათმობაზე წავსულიყავი და "ვიტესში" ნაკლებ ხელფასზე მეთამაშა (40 პროცენტი მხოლოდ გადასახადებში მიდის), მაგრამ რადგან ეს არ გამოვიდა, "კრილიაში" წასვლა გადავწყვიტე." - განაცხადა ჯანომ.

საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი "კრილია სოვეტოვში" სეზონის ბოლომდე იჯარის წესით ითამაშებს.

altჯანო ანანიძე ტრავმების გამომწვევ არანორმალურ დატვირთვებზე ალაპარაკდა: "სპარტაკში" არ მენდობოდნენ - ევროპირველობაზე უნდა გავიდეთ, ახლა ან არასოდეს

მკითხველის კომენტარები / 20 /
ნახევარმა საქართველომ გაიგო შენი და არსენალის ამბავი და შენ ვერ გაიგე? არსენალში არავინ დაგაწვენდა ლოგინში....
სტატუს ქუო
08 თებერვალი 2019 16:09
4
სამწუხაროდ ამის მატარებელმა ჩაიარა.... კიდევ ერთი მაგალით ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის რო ფულზე არ უნდა იყო მარტო ორინტირებული... სპარტაკში თავისი მთელი კარეირე გაატარა... სულ პერსპექტიული ფეხბურთელის იმიჯით.. ხელფასს იღებდა და დაიკიდა განვითარება ... სამწუხარო რეალობაა. ეხლა ბაქიბუქობს არსენალი სევილიააა.... წასულიყავი ბიძია და დაგემტკიცებინაა შენი თავისთვის პირველ რიგში რო შეგიძლია მაღალ დონეზე თამაში... მარა რა უტხრათ ქართულ სიზარმაცეს.....
irakli
08 თებერვალი 2019 15:19
6
დაიწყებენ ეხლა :):) არსენალი. ბარსა.. რეალი
ლაშა
09 თებერვალი 2019 00:35
4
აი შედარება, ყიფიანთან ეს ჯანო კი არა და 10 ჯანოც ვერ მივა.
დათო
11 თებერვალი 2019 09:38
0
ჯანო ეს სიზმარი შენია თუ ჩაგიდეს კუკლა
snaiperi
13 თებერვალი 2019 11:44
1
აუ რაკარგი სიზმრები ცოდნია ამ ბაღანას.

არსენალი არა და ტეხურა, ეს ადამიანი დარჩა ასე მუდმივ პერსპექტიულად.

სადაა ჩემი წინა კომენტარი, რავა არჩევთ ხომ????
დათო
11 თებერვალი 2019 09:37
3
სიაფანდობა წმინდა წყლის...
artanuj
09 თებერვალი 2019 18:53
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული