10 თებერვალს, ქართველების "გენტი" საკუთარ მოედანზე 1:2 დამარცხდა "მუსკრონთან".
ნახევარმცველ გიორგი ჩაკვეტაძეს მუხლის მცირე ტრავმა აქვს და ამ შეხვედრაში განაცხადში არ იყო. სტუმრები მე-60 წუთამდე 2:0-ს იგებდნენ, შემდეგ მასპინძლებმა ერთი გოლი თერთმეტმეტრიანით გაქვითეს და მწვრთნელმა იეს ტორუპმა როგორც იქნა, შეუშვა შეცვლაზე თავდამსხმელი გიორგი ქვილითაია.
ის აქტიურად ჩაერთო თამაშში, ერთხელ ანგარიშის გათანაბრებაც შეეძლო, მაგრამ ფრანგმა მეკარემ ჟან ბუტეზმა არ დაანება. ხაზგასასმელია, რომ როდესაც ის ხელსაყრელ პოზიციაში იყო, თანაგუნდელები და მეტადრე ფორვარდი ჯონათან დავიდი პასს არ აძლევდნენ. ეს უკანასკნელი 76-ე წუთზე მეკარესთან
პირისპირ გავიდა და იმის მაგივრად, რომ მარჯვნივ ცარიელ კართან დარჩენილი ქვილითაიასთვის გადაეცა ბურთი, დაარტყა და გოლი ვერ გაიტანა.
"გენტი" 38 ქულით მე-7 ადგილზეა და 16 თებერვალს სტუმრად "ბევერენს" დაუპირისპირდება.