29 წლის ნახევარმცველისთვის უკრაინა უცხო არაა, მას ამ ქვეყანაში არაერთი წელი აქვს გატარებული. თარგამაძე სხვადასხვა დროს დონეცკის "შახტარის", "ოლექსანდრიას" და "მარიუპოლის" ღირსებას იცავდა, ბოლოს კი "საბურთალოს" ფეხბურთელი იყო და 2018 წელს თბილისელებთან ერთად ეროვნული ლიგაც მოიგო.
უკრაინული Footboom-ის ინფორმაციით, იმავე კლუბში გააგრძელებს კარიერას თემურ ფარცვანია, რომელიც "არსენალს" თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება. ბოლოს ის უნგრული "კისვარდას" ღირსებას იცავდა, სხვადასხვა დროს კი კიევის "დინამოს", ზაპოროჟიეს "მეტალურგის", "დესნას" და
კიევის "არსენალი" უკრაინის ჩემპიონატში უმძიმეს ვითარებაშია, 18 ტურის შემდეგ მხოლოდ 9 გოლი აქვს გატანილი და 8 ქულით ბოლო - მე-12 ადგილზეა.
"ოლექსანდრიას" მწვრთნელი: თუ გუნდში ლეგიონერს ავიყვან, დავით თარგამაძის დონის უნდა იყოს