გიორგი ქვილითაიამ "გენტის" დუბლშემადგენლობაში ითამაშა და გოლი გაიტანა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
გიორგი ქვილითაია რამდენიმეთვიანი ტრავმის შემდეგ მოედანს 10 თებერვალს, "მუსკრონთან" წაგებულ (1:2) მატჩში დაუბრუნდა. ის ცვლილებაზე შემოვიდა და თამაშში რამდენიმე წუთი გაატარა.

ფორმაში შესასვლელად ქართველმა თავდამსხმელმა მეორე დღეს, 11 იანვარს დუბლების ჩემპიონატში "ბრიუგესთან" ფრედ (3:3) დასრულებულ მატჩში მიიღო მონაწილეობა.

გიორგი ქვილითაია ძირითად შემადგენლობაში იყო და მე-16 წუთზე მისივე წაქცევისთვის დანიშნული პენალტი ზუსტად შეასრულა და ანგარიში გაათანაბრა. შემდეგ "გენტი" ორბურთიანი სხვაობით დაწინაურდა, თუმცა ანგარიშის შენარჩუნება ვერ მოახერხა და მატჩი საბოლოოდ ფრედ (3:3) დასრულდა.

ქართველი თავდამსხმელი 61-ე წუთზე შეცვალეს.

რაც შეეხება გიორგი ჩაკვეტაძეს,
მას მონაწილეობა არც დუბლშემადგენლობის შეხვედრაში მიუღია.

alt "გენტი" სახლში დამარცხდა - გიორგი ქვილითაია 61-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე და გოლი თანაგუნდელმა არ გაატანინა

მკითხველის კომენტარები / 4 /
25 წლის უძლიერეს თავდამსხმელს დუბლებში რა უნდა?!
aburjga
13 თებერვალი 2019 20:51
4
სენაკის ეგრისი ცალიან კარგი გუნდია..იქნებ ქვილიტაია და ცაკვეტადცეც მოვიდნენ
ika
13 თებერვალი 2019 15:08
16
აბურჯგა ხარ თუ რაღაც, რა გესმის შენ, რას ქვია ჩინეთი?
gadaob?
13 თებერვალი 2019 14:59
2
არც ქვილითაია, არც ჩაკვეტაძე გენტში არ უნდა დარჩნენ! მაგას ჯობს თუნდაც ამერიკაში,თუნდაც ჩინეთში წასვლა! შორს ბელგიიდან, ბრიუსელიდან, ლიეჟიდან!
aburjga
13 თებერვალი 2019 14:51
16

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული