"გიორგი პაპუნაშვილის უცნაური ამბავი გრძელდება" - ქართველი კვლავ ტრავმირებულია

AutoSharing Option
გიორგი პაპუნაშვილი რამდენიმეთვიანი ტრავმის შემდეგ მოედანს 22 დეკემბერს, "ექსტრამადურასთან" შეხვედრაში დაუბრუნდა, სადაც გოლის გატანაც მოახერხა.

მას შემდეგ საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა კიდევ სამ მატჩში მიიღო მონაწილეობა, ბოლოს  25 იანვარს "ოვიედოსთან" მოგებულ (2:0) შეხვედრაში, თუმცა მას შემდეგ "სარაგოსას" მიერ გამართულ ორ თამაშში - "ლას პალმასთან" და "ლუგოსთან" მონაწილეობა აღარ მიუღია.

ესპანური გამოცემა Eldesmarque.com-ი ქართველი ფეხბურთელის მდგომარეობის შესახებ სტატიას აქვეყნებს, რომელსაც გთავაზობთ:

"2018-19 წლების სეზონი "სარაგოსას" ქართველ ფეხბურთელ გიორგი პაპუნაშვილისთვის ტრადიციულად მიმდინარეობს. მისმა ტრავმამ ისევ "გამოანათა". მისი მეორე სეზონი ესპანურ ფეხბურთში ფიზიკური პრობლემებითაა
სავსე.

რამდენიმეთვიანი ტრავმის შემდეგ ის "ექსტრამადურასთან" დაბრუნდა, გამარჯვების გოლიც გაიტანა და მას შემდეგ რამდენიმე შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. შემდეგ კი დაზიანება ვარჯიშზე თანაგუნდელმა ალბერტო ზაპატერმა მიაყენა. ამჯერად გამოკვლევამ აჩვენა, რომ პრობლემა კოჭში არ ყოფილა, თუმცა ფეხბურთელი დისკომფორტს მაინც განიცდის, რის გამოც დაბრუნებას ვერ ახერხებს.

გასულ კვირაში ვიქტორ ფერნანდესი ("სარაგოსას" დამრიგებელი) ოპტიმისტურად იყო განწყობილი და ქართველ ფეხბურთელს ელოდა, თუმცა ასე არ მოხდა. ამჯერად პაპუს ფიზიკური მდგომარეობა უცნობია. სამწვრთნელო შტაბსა და სამედიცინო ჯგუფს კი თავის ტკივილი გაუჩნდათ, რადგან "სარაგოსას" გუნდისთვის მნიშვნელოვანი მოთამაშე აკლია" - წერს Eldesmarque.com-ი.

 

alt"გიორგი პაპუნაშვილის უცნაური ამბავი" - ესპანური პრესა ქართველი ფეხბურთელის მოუშუშებელი ტრავმის შესახებ

მკითხველის კომენტარები / 5 /
ვისაც ტკივილი არ გამოუცდია ( ღმერტმა არც გამოგაცდევინოთ) მხოლოდ ისინი თუ გეტყვიან დარჩიო ფაქტია რო შეცდომებია დაშვებული წინა წლებში რაც სამწუხაროდ ვეღარ გამოსწორდება და არ ღირს ტკივილის მოთმენა მაშინ როცა გვირავის ბოლოს სიბნელია რისი გულისტვის თორე კი ბოლოს რამდენჯერაც გამოჯანმრთელდა იმდენჯერ ისევ ტრავმა მიიღო რა ესპანეთში ექიმები არ ყავტ? ისე ცუდათაა საქმე რო გამოსავალი ვერ მოძებნეს სამწუხაროდ ტკივილის მოთმენა ტკივილისთვის არ ღირს ჩემი სუბიექტური აზრით
არა ცუდის მსურველი
22:41 13-02-2019
0
ალიოხინი ცალი ფეხითაც მაგრად თამაშობდა.
კ ო მ ბ ლ ე
16:37 13-02-2019
10
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული