ჯაბა ჯიღაურმა ლიგა 2-ის მატჩში საგოლე გადაცემა გააკეთა

AutoSharing Option
საფრანგეთის ლიგა 2-ის 25-ე ტურში "გრენობლის" 26 წლის ქართველმა ნახევარმცველმა ჯაბა ჯიღაურმა "ვალენსიენთან" მატჩში საგოლე გადაცემა გააკეთა.

ის "ვალენსიენთან" გასვლითი მატჩის 63-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე და 75-ე წუთზე საგოლე გადაცემა გააკეთა, თუმცა მისი გუნდი ანგარიშით 2:3 დამარცხდა.

ჯიღაურმა ჩემპიონატის 8 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, მისი გუნდი კი 35 ქულით მე-9 ადგილზეა და ლიგა 1-ში გადასასვლელ პლეი-ოფში მონაწილეობის შანსს ინარჩუნებს.

22 თებერვალს მორიგ ტურში "გრენობლი" სტუმრად მეორე პოზიციაზე მყოფ "ბრესტს" შეხვდება.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული