ხვიჩა კვარაცხელიას მოსკოვის "ლოკომოტივში" სადებიუტო გოლის გასატანად 10 წუთი დასჭირდა! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
18 წლის ქართველმა ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიამ მოსკოვის "ლოკომოტივში" პირველივე მატჩში გაიტანა გოლი.

ის მარბელაში "ვიკინგთან" ამხანაგური შეხვედრის 65-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე და 10 წუთში დალაშქრა ნორვეგიელთა კარი.

"პირველად ითამაშა კვარაცხელიამ. ქართველი ფეხბურთელი კარგად ჩაერთო შეხვედრაში: კრეატიული იყო, ამწვავებდა შეტევებს, თავისივე წამოწყებული იერიში დაასრულა გოლით.

ბურთი მოედნის ცენტრში ფარფანმა ჩაჭრა, ხვიჩა წინ გაიჭრა, ბურთი ჟამალეტდინოვს გადააწოდა, გაიხსნა საპასუხო გადაცემაზე და ერთი შეხებით ბურთი მეტოქის კარში გადაგზავნა", - გვამცნობს "ლოკოს" საიტი.

ეს მატჩი "რკინიგზელებმა" 5:1 მოიგეს, ამ გუნდის მცველი საბა კვირკველია ძირითად
შემადგენლობაში იყო და მეორე ტაიმში შეცვალეს.

მკითხველის კომენტარები / 2 /
კარგი დებიუტი ყოჩაღ, ასე გააგრძელე
irakli
13:16 22-02-2019
0
მარგალი ირო მანგარი
bajo
15:29 22-02-2019
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული