ვაკო გვილიამ პოლონეთის ექსტრაკლასაზე პირველი გოლი გაიტანა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
23 თებერვალს, პოლონეთის ჩემპიონატის 23-ე ტურში ვაკო გვილიას "გურნიკმა" საკუთარ მოედანზე 2:1 მოუგო სოსნოვიეცის "ზეგლებიეს".

ამ მატჩში, რომელსაც 13 884 მაყურებელი დაესწრო, ანგარიში გვილიამ მე-12 წუთზე გახსნა და 83-ე წუთზე შეცვალეს. ეს ქვეყნის პირველობაზე მისი პირველი გოლია.

გვილია "ლუცერნმა" "გურნიკში" იანვარში გაანათხოვრა და ჩემპიონატზე მესამე შეხვედრა ჩაატარა.

სტუმართა გუნდის განაცხადში არ იყო გიორგი გაბედავა, გიორგი ივანიშვილი კი სათადარიგო იყო.

"გურნიკი" 23 ქულით მეთორმეტე ადგილზეა, "ზაგლებიე" კი 15 ქულით უკანასკნელ, მეთექვსმეტეზე.



მკითხველის კომენტარები / 3 /
კარგია ვაკო გილოცავ. იცი რა მიხარია გუნდს უჭირს აიყვანეს ვაკო და ამართლებს
გოგა
23:49 23-02-2019
1
tramva aq gabedavas
jino
22:20 23-02-2019
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული