26 წლის თავდამსხმელი გუჯა ლობჯანიძე (სიმაღლე 193 სმ) ყაზახეთის "ტარაზში" გადავიდა.
კლუბის საიტისთვის მიცემულ ინტერვიუში ლობჯანიძემ თქვა, რომ გუნდში კარგად მიიღეს, იქაურობა ძალიან მოსწონს, შეკრებით კმაყოფილია, გუნდში კარგი ფეხბურთელები არიან, ყაზახთა ჩემპიონატი მაღალი დონისაა და გულშემატკივრებისგან მხარდაჭერას ელის.
გუჯა ადრე "ვიტ ჯორჯიას", "შუქურას", ბათუმის "დინამოს", "ორენბურგისა" და "რუსთავის" ღირსებას იცავდა.
"ტარაზი" ყაზხეთის პრემიერლიგის დებიუტანტია და მის რიგებში ახლახან ჩაირიცხა "ჟეტისუს" ყოფილი მცველი ლაშა კასრაძე.
თემურ ქეცბაიას "ორენბურგს" ელგუჯა ლობჯანიძეც შეუერთდა
ელგუჯა ლობჯანიძე: ტრავმის გამო ნაკრებში თავი ისე ვერ წარმოვაჩინე...