რუსული გამოცემა Sportall.ge-სთან დავითაშვილის ინტერვიუს პასუხობს: "რუბინი" მზადაა დათმობებზე

AutoSharing Option
© rubin-kazan.ru

გუშინ, 26 თებერვალს, Sportall.ge-ზე ზურიკო დავითაშვილთან ინტერვიუ გამოქვეყნდა, სადაც ქართველმა მოთამაშემ "რუბინიდან" წასვლის შესახებ ისაუბრა.

ახალგაზრდა მოთამაშის თქმით, ის კლუბთან კონტრაქტის სხვადასხვა პირობაზე ვერ შეთანხმდა. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ხელშეკრულების ხანგრძლივობა იყო.

რუსული BUSINESS Online-ის ინფორმაციით, ყაზანური კლუბი დავითაშვილს 4,5-წლიან კონტრაქტს სთავაზობდა, თუმცა ქართველს მხოლოდ 1-წლიანი ხელშეკრულების გაფორმება სურდა.

გთავაზობთ სტატიას, რომელიც რუსულმა გამოცემამ Sportall.ge-ის ინტერვიუს შემდეგ გამოაქვეყნა:

"გუშინ ზურიკო დავითაშვილმა ქართულ გამოცემა Sportall-ს ინტერვიუ მისცა, სადაც ისაუბრა, რატომ დატოვა "რუბინი". გთავაზობთ ინფორმაციას, რომელიც ჩვენი წყაროსგან მოვიპოვეთ:

როდესაც ზურიკო
18 წლის გახდა, "რუბინმა" გადაწყვიტა, კონტრაქტი გაეფორმებინა. სრულწლოვნებამდე ამას ფიფა კრძალავს. ჩვენი წყაროს ინფორმაციით, ყაზანურმა კლუბმა მოთამაშეს 4,5-წლიანი კონტრაქტი შესთავაზა, თუმცა საპასუხოდ ერთწლიანი ხელშეკრულების მოთხოვნა მიიღო: უცნაურია, ახალგაზრდა მოთამაშე მხოლოდ ერთი წლით დაიმატო. გარდა ამისა, ცალსახაა, რომ მოთამაშეს კლუბის დატოვება რაც შეიძლება სწრაფად სურდა და "რუბინის" ტრამპლინად გამოყენებას აპირებდა, რაც ინტერვიუშიც დაადასტურა.

"რუბინმა" კომპრომისზე წასვლა სცადა და დავითაშვილს 2,5-წლიანი ხელშეკრულება შესთავაზა, თუმცა ისევ უარი მიიღო. შეკრების დამთავრებამდე 2 დღით ადრე, ზურიკო დაემშვიდობა ზოგიერთ მოთამაშესა და შტაბის წევრს და ბელეკი (ქალაქი თურქეთში, სადაც "რუბინი" შეკრებას გადიოდა) დატოვა. ფეხბურთელმა შეკრება ცრემლებით დატოვა. ცხადია, ეს გადაწყვეტილება მას მარტოს არ მიუღია. ცხადია, ის საკუთარი აგენტის, გიგა გადელიას და მამის გავლენის ქვეშ იმყოფება.

"რუბინი" მზადაა, ფეხბურთელს კონტრაქტი მაინც გაუფორმოს
ჩვენი ინფორმაციით, ასეთი გართულებული სიტუაციის და დავითაშვილის უცნაური ქცევის მიუხედავად, "რუბინი" მაინც მზადაა, ფეხბურთელს კონტრაქტი გაუფორმოს.

თუ ქართველს "რუბინში" დაბრუნება და კონტრაქტის გაფორმება სურს, ყაზანელები უარს არ იტყვიან, თუმცა მზად არ არიან, დათმობებზე ისეთ ფეხბურთელთან წავიდნენ, რომელსაც პროფესიონალურ დონეზე ჯერ არაფრისთვის მიუღწევია.

"რუბინი" მზადაა, მისცეს დავითაშვილს სათამაშო პრაქტიკა, დააკმაყოფილოს ფინანსურად, გაუფორმოს მოკლევადიანი კონტრაქტი, რითაც მას ზაფხულში წასვლაც შეეძლება, თუმცა რუსული კლუბი არ აპირებს ერთწლიანი ხელშეკრულების გაფორმებას.

არის თუ არა ეს "რუბინისთვის" დანაკლისი?
ნაწილობრივ, არის, რადგან კლუბი ფოკუსირებული იყო ნიჭიერ ქართველ ფეხბურთელზე, თან იმ დროს, როდესაც სერდარ აზმუნის წასვლის შემდეგ არცერთი თავდამსხმელი გაუფორმებია. გარდა ამისა, "რუბინი" აუცილებლად დაიმატებდა სხვა მოთამაშეს, თუ ეცოდინებოდა, რომ დავითაშვილთან განშორება მოუწევდა.

ერთი რამ ფაქტია: მათ ფეხბურთელის სჯეროდათ, მისცეს შანსი. ასეთივე რამ მოხდა ერთი წლის წინ ილზატ ახმეტოვთან დაკავშირებით, რომელიც დღეს ცსკა-ს ლიდერია. სამარცხვინო იქნება, თუ დავითაშვილის ისტორიაც ასევე დასრულდება და "რუბინში" გახსნილი ფეხბურთელი სხვა კლუბში გაიბრწყინებს", - წერს BUSINESS Online-ი.

alt"სავარაუდოდ, კარიერას ევროპაში გავაგრძელებ" - რატომ დატოვა ზურიკო დავითაშვილმა "რუბინი"

მკითხველის კომენტარები / 11 /
ჯერ მართლაც რა აქვს გაკეთებული რომ ასე მოიქცეს? 2.5 წლიანი თუ შესთავაზეს უნდა დათანხმებოდა. ეს აგენტები ხშირად ცდებიან და ამით ფეხბურთელები ზარალდებიან.
la.))
21:07 27-02-2019
3
წარმატებები ზურიკო და გთხოვ ფულს არ დახარბდე, ხომ ხედა რუსული მედიაც კი ჭაობია და ამ ჭაობიდან ვინ გინახავს გამოსული?
roma bejanidze
16:53 27-02-2019
9

სიახლეები პოპულარული