წინ ჯანო! - ანანიძემ "კრილიაში" დებიუტი გოლით აღნიშნა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
განახლდა რუსეთის პრემიერლიგა და "კრილია სოვეტოვის" ახალწვეულმა ჯანო ანანიძემ პირველივე მატჩში თავი გამოიჩინა.

მან ჩემპიონატის 28-ე ტურში მოსკოვში "ლოკომოტივთან" მატჩში ანგარიში მე-19 წუთზე გახსნა.

შეხვედრა 2:2 დასრულდა. ჯანო 62-ე წუთზე მცველ ზოტოვით შეცვალეს, რადგან მისი გუნდი კაცნაკლული დარჩა.

"ლოკოში" საბა კვირკველიამ შეუცვლელად ითამაშა, ხვიჩა კვარაცხელია კი სათადარიგო იყო.
მკითხველის კომენტარები / 12 /
წარმატებები ჯანო. ჟურნალისტებს კი ერთი შეკითხვა: ჩაკვეტაძეზე რომ აანონსებთ შიგა და შიგ - ამა თუ იმ გრანდში გადადისო. მეორე თვეა ბიჭს არ ათამაშებენ. პიველი სამი კვირა წერდით - ტრავმა აქვსო. ეს ორი კვირაა არანაირი ინფორმაცია არ გაგივრცელებიათ. დღესაც ითამაშა გენტმა და განაცხადშიც არ იყო. ასე რომ მარჩიელობთ, იქნებ დაკავშირება გეცადათ თავად გიორგისთან და პირადად მისგან ამბის გაგება... ეგეც ჟურნალისტიკაა მგონი...
ჯეკო
22:19 03-03-2019
0
გენაცვალე ჯანო, მალადეც, ყველასგან გამოირჩეოდა, მისი გუნდი უკეთ გამოიყურებოდა, წარმატებებს ვუსურვებ ჯანოს.
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული