პორტუგალიის ჩემპიონატის 24-ე ტურში ქართველი მეკარის გიორგი მაკარიძის "სეტუბალი" სტუმრად "მორიერენსეს" 1:1 დაუზავდა.
აღსანიშნავია, რომ მაკარიძეს გოლი 31 წლის თანაგუნდელმა მცველმა სილვიომ გაუტანა.
გიორგიმ ახალ გუნდში მეორე მატჩი ჩაატარა - წინა ტურშიც შეხვედრა ფრედ 1:1 დაასრულა "გიმარაეშთან".
"სეტუბალი" 24 ქულით მე-14 ადგილზეა და 10 მარტს "ტონდელას" მასპინძლობს.
მეკარის ბრალია ეს გაშვებული გოლი!