28 წლის ქართველმა მეკრემ გიორგი მაკარიძემ "სეტუბალში" პირველი მატჩი ჩაატარა.
მაკარიძის გუნდი საკუთარ მოედანზე "გიმარაეშს" დაუზავდა (1:1), თავად კი შეუცვლელად ითამაშა.
მაკარიძემ "რიო ავესთან" კონტრაქტი გაწყვიტა და "სეტუბალში" თავისუფალი აგენტის სტატუსით ახლახან გადავიდა.
"სეტუბალი" 23 ტურის შემდეგ სატურნირო ცხრილში 23 ქულით მე-11 ადგილზეა.