წიტაიშვილი უკვე ლონდონშია - ითამაშებს გიორგი "ჩელსისთან"?

AutoSharing Option
კიევის "დინამოს" 18 წლის შემტევი გიორგი წიტაიშვილი იმ ფეხბურთელთა შორის მოხვდა, რომლებიც "დინამოელთა" მთავარმა მწვრთნელმა ალექსანდრ ხაცკევიჩმა ლონდონში, "ჩელსის" წინააღმდეგ გასამართი "ევროპის ლიგის" 1/8-ფინალური მატჩისთვის წაიყვანა. ამის შესახებ "დინამოს" ოფიციალური საიტი წერს.

აღსანიშნავია, რომ ლონდონში "დინამოს" 22 ფეხბურთელი გაჰყვა, თუმცა ფრან სოლი და არტიომ ბესედინი ტრავმირებულები არიან და გუნდს ვერ დაეხმარებიან.

"ჩელსისა" და "დინამოს" შეხვედრა "სტემფორდ ბრიჯზე" 7 მარტს გაიმართება, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, მოხვდება თუ არა წიტაიშვილი გუნდის 18-კაციან განაცხადში.

altუკრაინული მედია: ღმერთმა არ ქნას, წიტაიშვილმა "დინამო" დატოვოს, უკრაინაზე უარს

იტყვის და საქართველოს ნაკრებს აირჩევს

 

altგიორგი წიტაიშვილი: საქართველოს ნაკრები? როგორც სურკისი იტყვის, ისე იქნება

მკითხველის კომენტარები / 2 /
როდის იყო გიორგი ''დინამოს" ლიდერი,სულ ორი თამაში ითამაშა ძირითადში.21 წლამდელღა ლიდერი კი ნამდვილადაა.
j.ch.
06 მარტი 2019 18:46
0
მაგარი უაზრო სტატიაა, კაცი გუნდის ლიდერია და სტატიაში ისე ჩანს თითქოს 18 კაცში თუ მოხვდა სასწაული იქნება
ICEMAN
06 მარტი 2019 13:23
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული