ლუკა ზარანდია ექსტრაკლასას 24-ე ტურის ყველაზე სწრაფ მოთამაშედ დასახელდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
პოლონური ექსტრაკლასას Twitter-ის გვერდმა პოლონეთის ექსტრაკლასას 24-ე ტურის ყველაზე სწრაფი მოთამაშეები დაასახელა.

როგორც აღმოჩნდა, უკანასკნელ ტურში ყველაზე დიდი სიჩქარე საქართველოს ნაკრებისა და "არკას" შემტევმა ლუკა ზარანდიამ "ლეხთან" წაგებულ (0:1) მატჩში განავითარა.

როგორც ვიდეოდან ჩანს, ქართველმა 33,5 კმ/სთ სიჩქარე განავითარა და ამ ასპექტში ექსტრაკლასაში საუკეთესო მაჩვენებელი დააფიქსირა.

ლუკა ზარანდიას გუნდი პოლონეთის ჩემპიონატის 24 ტურის შემდეგ 25 ქულით მე-11 პოზიციას იკავებს.

alt გიორგი გაბედავას გუნდთან მატჩში ლუკა ზარანდიამ პენალტი მოინადირა

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული