"კრილია სოვეტოვმა" "ენისეი" გაანადგურა - ჯანო ანანიძემ კარგი მატჩი ჩაატარა და სანაკრებოდ მზადაა

AutoSharing Option
რუსეთის პრემიერლიგის მე-19 ტურში ჯანო ანანიძის "კრილია სოვეტოვმა" სამარაში 4:0 დაამარცხა "ენისეი".

ანანიძემ შეუცვლელად ითამაშა, უნარიანად იჭერდა ბურთს და წარმართავდა თავისი გუნდის იერიშებს. მას გოლის გატანაც შეეძლო, როდესაც 89-ე წუთზე მეკარესთან პირისპირ გავიდა, მაგრამ მომენტი ვერ გამოიყენა.

რაც ჯანო "კრილიაში" გადავიდა, ამ გუნდმა 2 მატჩში 4 ქულა მოიპოვა, 21 ქულით მე-13 ადგილზეა (1 შეხვედრით ნაკლები აქვს ჩატარებული) და 15 მარტს სტუმრად "ანჟის" შეხვდება.

ამის შემდეგ ჯანო თბილისსი გამოემგზავრება და საქართველოს ნაკრებთან ერთად შვეიცარიასთან და ირლანდიასთან მატჩებისთვის სამზადისს შეუდგება.

მკითხველის კომენტარები / 10 /
გენაცვალე ჯანო, შენ, რომ მოედანზე ხარ სულ სხვაა, ყოფილ საბჭოთა კავშირში შენი დონის ფეხბურთელი ნამსვილად არაა, აბა შენ იცი შენი იმედი გვაქვს ჯანო.
0
ზიდანი 25 წლის რომ იყო მერე გახდა ვარსკვლავი,ასე რომ ჯანოს ყველაფერი წინ აქვს,იმის იმედი არა მაქვს ზიდანის დონე გახდება,მაგრამ ჩვენს გახარებას კი შეძლებს.
zas.
10:02 10-03-2019
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული