მოსკოვის "სპარტაკის" მწვრთნელმა ოლეგ კონონოვმა ჩათვალა, რომ გუნდის საფუძვლიანად გადახალისებაა აუცილებელი, ლამის ნახევარი შემადგენლობა და მათ შორის ნახევარმცველი ჯანო ანანიძე გაუშვა, მაგრამ ვერც ამან ვერ უშველა.
"სახალხო გუნდმა" ბოლო 8 მატჩიდან ვერც ერთი ვერ მოიგო, დღეს კი რუსეთის თასის 1/4 ფინალში "ურალთან" 0:1 დამარცხდა და გათამაშებას გამოეთიშა.
რაც შეეხება ანანიძეს, "კრილია სოვეტოვში" პირველივე შეხვედრაში (ლოკომოტივთან) გაიტანა გოლი და 9 მარტს რუსეთის პრემიერლიგის მე-19 ტურში "ენისეისთან" ითამაშებს.