რუსეთის პრემიერლიგის მე-19 ტურში ჯანო ანანიძის "კრილია სოვეტოვმა" სამარაში 4:0 დაამარცხა "ენისეი".
ანანიძემ შეუცვლელად ითამაშა, უნარიანად იჭერდა ბურთს და წარმართავდა თავისი გუნდის იერიშებს. მას გოლის გატანაც შეეძლო, როდესაც 89-ე წუთზე მეკარესთან პირისპირ გავიდა, მაგრამ მომენტი ვერ გამოიყენა.
რაც ჯანო "კრილიაში" გადავიდა, ამ გუნდმა 2 მატჩში 4 ქულა მოიპოვა, 21 ქულით მე-13 ადგილზეა (1 შეხვედრით ნაკლები აქვს ჩატარებული) და 15 მარტს სტუმრად "ანჟის" შეხვდება.
ამის შემდეგ ჯანო თბილისსი გამოემგზავრება და საქართველოს ნაკრებთან ერთად შვეიცარიასთან და ირლანდიასთან მატჩებისთვის სამზადისს შეუდგება.