"კრილია სოვეტოვმა" "ენისეი" გაანადგურა - ჯანო ანანიძემ კარგი მატჩი ჩაატარა და სანაკრებოდ მზადაა

AutoSharing Option
რუსეთის პრემიერლიგის მე-19 ტურში ჯანო ანანიძის "კრილია სოვეტოვმა" სამარაში 4:0 დაამარცხა "ენისეი".

ანანიძემ შეუცვლელად ითამაშა, უნარიანად იჭერდა ბურთს და წარმართავდა თავისი გუნდის იერიშებს. მას გოლის გატანაც შეეძლო, როდესაც 89-ე წუთზე მეკარესთან პირისპირ გავიდა, მაგრამ მომენტი ვერ გამოიყენა.

რაც ჯანო "კრილიაში" გადავიდა, ამ გუნდმა 2 მატჩში 4 ქულა მოიპოვა, 21 ქულით მე-13 ადგილზეა (1 შეხვედრით ნაკლები აქვს ჩატარებული) და 15 მარტს სტუმრად "ანჟის" შეხვდება.

ამის შემდეგ ჯანო თბილისსი გამოემგზავრება და საქართველოს ნაკრებთან ერთად შვეიცარიასთან და ირლანდიასთან მატჩებისთვის სამზადისს შეუდგება.

მკითხველის კომენტარები / 10 /
10 ჩაკვეტაძე და 10 არაბიძე რო გამოჩნდეს, მაინც მთავარი კაცი ჯანოა ნაკრებში :) უჭკვიანესი ნახევარმცველი
Tbiliseli
19:29 09-03-2019
2
კრილია რუსული კლუბების ფონზე ძლიერი გუნდია, კარგად დაკომპლექტებული ფეხბურთელებით და გამართულ ფეხბურთს თამაშობს. ჯანო თავისუფლად თამაშობს, მწვრთნელი ენდობა და თავის სტიქიაშია მოედნის ცენტრში! აბა შენ იცი ჯანო ნაკრების საკვანძო ფეხბურთელი ხარ და გვჭირდები! წარმატებები ჯანოს!
zaza
21:17 09-03-2019
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული