Sportall.ge დავითაშვილს ბელგიაში დაუკავშირდა და არსებული სიტუაციის შესახებ ჰკითხა, ზურიკომ დაგვიდასტურა, რომ მოლაპარაკებებს "გენტთან" აწარმოებს.
"ბელგიაში ვარ, "გენტთან" მოლაპარაკება მიმდინარეობს, თუმცა ჯერ კონკრეტული არაფერია. 2 თვე, ზაფხულამდე, "ლოკომოტივში" უნდა ვითამაშო, 99 პროცენტით ასე იქნება. მერე მეცოდინება, სად და როგორ მივდივარ, თუმცა "გენტი" ჩემით დაინტერესებულია და მოლაპარაკებები გვაქვს. ვერ გეტყვით, რა ეტაპზეა ეს მოლაპარაკება, თუმცა ზაფხულამდე არანაირი კონტრაქტი არ იქნება. ამჟამად სხვა რომელიმე
ახალგაზრდა ფეხბურთელმა გასული სეზონი "ლოკომოტივში" გაატარა, შემდეგ კი რამდენიმე დღის განმავლობაში "რუბინში" ვარჯიშობდა, რომელიც კონტრაქტის პირობებზე ვერშეთანხმების გამო დატოვა.