სასიხარულო ამბავი - გიორგი ჩაკვეტაძემ გუნდთან ერთად ივარჯიშა და მოედანს უბრუნდება

AutoSharing Option
ფოტო: Kaagent.be

19 წლის ქართველი ნახევარმცველი რამდენიმეკვირიანი ტრავმის შემდეგ გუნდს დაუბრუნდა და "სენტ ტრუიდენთან" გასამართ მატჩში მონაწილეობას მიიღებს.

ახალგაზრდა მოთამაშემ ბოლო 3 თვის განმავლობაში მხოლოდ 2 შეხვედრაში ითამაშა და 30 იანვრის შემდეგ მოედანზე აღარ გამოსულა.

"კვირას "გენტს" შეეძლება გამოიყენოს ძლიერი, მოქნილი და ტექნიკური ფეხბურთელი გიორგი ჩაკვეტაძე, რომელმაც გუნდთან ერთად ივარჯიშა. დიდი ალბათობით, ის "სენტ ტრიუდენთან" ითამაშებს", - წერს voetbalnieuws.be.

გიორგი ჩაკვეტაძის და გიორგი ქვილითაიას გუნდი კვირას, 17 მარტს "სენტ ტრუიდენთან" იუპერლიგის დასკვნითი, 30-ე ტურის მატჩს გამართავს.

ამ ეტაპზე "გენტი" მე-6
ადგილზე იმყოფება და თუ სტუმრად მეტოქესთან არ დამარცხდება, ასპარეზობას საჩემპიონო პლეი-ოფში გააგრძელებს.

ვარჯიშის განახლების მიუხედავად, გიორგი ჩაკვეტაძე საქართველოს ეროვნული ნაკრების განაცხადში ვერ მოხვდა და შვეიცარიასა და ირლანდიასთან გასამართ მატჩებში მონაწილეობას ვერ მიიღებს.

altერთი დებიუტანტით და ჩაკვეტაძის გარეშე - საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

მკითხველის კომენტარები / 15 /
Ar iqna chakves gamojanmrteleba ra. Am rusebs ki ra axalgazrdoba ezrdeba ra. Marto krasnodareli suleimanovi rad girs. Momavali varskvlavia. albat male daitrevs reali an barselona
2
გენტი არაფერ შუაშია...ალბათ ნაკრების შემადგენლობის გამოცხადების შემდეგ გაიარა ბოლო სამედიცვინო შემოწმება,რის შემდეგაც გუნდთან ერთად ვარჯიშის ნება დართეს...ეს არ ნიშნავს იმას,რომ სტ ტრუდენთან აუცილებლად ითამაშებს...ვაისს კი შეუძლია,რომ ჩაკვეტაძეს ნებისმიერ დროს,თუნდაც დღეს დაუძახოს სანაკრებოდ!
ქუთაისი
11:25 15-03-2019
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული