AS: გიორგი პაპუნაშვილი მოედანს "მალიორკასთან" მატჩში დაუბრუნდება

AutoSharing Option
ფოტო: As.com

როგორც ესპანური As-ი იუწყება, ქართველი ნახევარმცველი გიორგი პაპუნაშვილი "სარაგოსასთან" ერთად ვარჯიშს 19 მარტს განაახლებს და მოედანს ლა ლიგა 2-ის 31-ე ტურში "მალიორკასთან" სტუმრად გასამართ მატჩში დაუბრუნდება.

23 წლის ფეხბურთელი რამდენიმე კვირის განმავლობაში თბილისში იმყოფებოდა და ეროვნული ნაკრების ექიმთან, მერაბ ვარძუკაშვილთან მკურნალობდა.

როგორც გამოცემა იუწყება, 18 მარტს პაპუნაშვილი მაგნიტურ-რეზონანსულ კვლევას ჩაიტარებს, რათა მკურნალობის საბოლოო შედეგი დადგინდეს.

"მალიორკასა" და "სარაგოსას" მატჩი 26 მარტს გაიმართება.

გიორგი პაპუნაშვილს 25 იანვრის შემდეგ არ უთამაშია. მან მიმდინარე სეზონში ლა ლიგა 2-ში 9 შეხვედრა გამართა
და 1 გოლი გაიტანა.

altგიორგი პაპუნაშვილი თბილისში მკურნალობს - ფეხბურთელი ვიდეოს აქვეყნებს [VIDEO]

alt"გიორგი პაპუნაშვილის უცნაური ამბავი გრძელდება" - ქართველი კვლავ ტრავმირებულია

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული