ვატო არველაძემ პოლონეთის ჩემპიონატზე ისევ გაიტანა გოლი [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
პოლონეთის ჩემპიონატზე კვლავ გამოიჩინა თავი "კორონას" ქართველმა ლეგიონერმა ვატო არველაძემ.

26-ე ტურში ვატოს გუნდმა ბიელოსტოკში "იაგელონია" 3:1 დაამარცხა, ამ შეხვედრაში კი ანგარიში მან 37-ე წუთზე გახსნა და 65-ე წუთზე შეცვალეს.

შეგახსენებთ, არველაძემ წინა ტურში დუბლი შეასრულა და საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა შვეიცარიასთან და ირლანდიასთან მატჩებისთვის გამოიძახა.

არველაძემ ექსრტაკლასას 12 ტურში 4 გოლი გაიტანა.

"კორონა" 39 ქულით მე-8 ადგილზეა და 30 მარტს "ლეხს" უმასპინძლებს.

მკითხველის კომენტარები / 12 /
ზუსტად ასეთი მოძრაობით აქვს გოლები გატანილი შოთა არველაძეს
kote
08:09 18-03-2019
0
კარგია რომ მოუმატა, თუმცა ჯერ მაინც ნაადრევი მგონია ამის დაყენება ნაკრების ძირითადში. ღმერთმა ქნას, ასე გააგრძელოს და პესიმისტები დაადუმოს. ნაკრებში ჩვენ სწორედ გამტანი ფორვარდი გვჭირდება, აი ისეთი ბიძამისი რომ იყო
simartle
02:59 17-03-2019
1

სიახლეები პოპულარული