
ლატვიის ვირსლიგას მეორე ტურში "ელგავამ" საკუთარ მოედანზე 2:1 მოუგო "ვენტსპილსს" და მასპინძელთა გუნდში თავი ახალწვეულმა ირაკლი ბიძინაშვილმა გამოიჩინა.
22 წლის ქართველმა ნახევარმცველმა მე-60 წუთზე გაიტანა გოლი და ანგარიში 2:0 გახადა.
ის მწვრთნელმა მარიან პაჰარსმა ძირითად შემადგენლობაში დააყენა და 85-ე წუთზე შეცვალა.
ამავე გუნდის მეორე ქართველი ლეგიონერი გურამ ლუკავა განაცხადში არ იყო.