![](https://sportall.ge/pictures/image5/6aa81110ab775d9851eda289f28122e6.jpg)
"გენტის" განაცხადში იანვრის შემდეგ პირველად გამოჩნდა 19 წლის ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე, რომელმაც მუხლის ტრავმა მოირჩინა და დიდი ალბათობით, მოედანზე ვიხილავთ.
განაცხადშია ბელგიელთა კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელი გიორგი ქვილითაიაც.
![საქართველოს ნაკრებში - არა, "გენტში" - კი: გიორგი ჩაკვეტაძე განაცხადს დაუბრუნდა Sportall.Ge](/images/new_photo/2019/MAR1-16/08/gent.jpg)
ეს უკანასკნელი ვლადიმერ ვაისმა შვეიცარიასა და ირლანდიასთან მატჩებისთვისაც გამოიძახა, თუმცა ამ სიაში არ არის გიორგი ჩაკვეტაძე.
"გენტისა" და "სენტ ტრუიდენის" დაპირისპირება 21 საათზე დაიწყება, ქართველების გუნდს საჩემპიონო პლეი-ოფში მოსახვედრად ფრეც ჰყოფნის.
სასიხარულო ამბავი - გიორგი ჩაკვეტაძემ გუნდთან ერთად ივარჯიშა და
მოედანს უბრუნდება