"გენტის" განაცხადში იანვრის შემდეგ პირველად გამოჩნდა 19 წლის ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე, რომელმაც მუხლის ტრავმა მოირჩინა და დიდი ალბათობით, მოედანზე ვიხილავთ.
განაცხადშია ბელგიელთა კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელი გიორგი ქვილითაიაც.
ეს უკანასკნელი ვლადიმერ ვაისმა შვეიცარიასა და ირლანდიასთან მატჩებისთვისაც გამოიძახა, თუმცა ამ სიაში არ არის გიორგი ჩაკვეტაძე.
"გენტისა" და "სენტ ტრუიდენის" დაპირისპირება 21 საათზე დაიწყება, ქართველების გუნდს საჩემპიონო პლეი-ოფში მოსახვედრად ფრეც ჰყოფნის.
სასიხარულო ამბავი - გიორგი ჩაკვეტაძემ გუნდთან ერთად ივარჯიშა და მოედანს უბრუნდება