იაშვილი ჩაკვეტაძის ტრავმაზე: "გენტთან" კომუნიკაციის პრობლემა გვაქვს...

AutoSharing Option
ფოტო: Gff.ge

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ალექსანდრე იაშვილმა ტელეკომპანია "იმედის" ეთერში საქართველოს ნაკრების ლიდერის, გიორგი ჩაკვეტაძის ტრავმის შესახებ ისაუბრა.

მისი თქმით, სფფ-ს "გენტთან" კომუნიკაციის პრობლემა აქვს.

"გენტთან" კომუნიკაციის პრობლემა, სამწუხაროდ, არის. ჩვეულებრივი მოვლენაა, როდესაც ფეხბურთელი არის ტრავმირებული, ჩვენს ექიმს ამის შესახებ ინფორმაცია აქვს.

ავიღოთ ერთი უბრალოდ მაგალითი - სამწუხაროდ, ტრავმა მიიღო ლაშა დვალმა. პირდაპირ გამოაგზავნეს ექიმებმა სურათი და დასკვნა, თუ რა ჭირს ფეხბურთელს. ამის შემდეგ იოლია კომუნიკაცია.

სამწუხაროდ, ბელგიელებთან ეს გვიჭირს, სულ გვჭირდება ბევრი შეხსენება. ხშირად გვქონდა ხელმძღვანელობასთან საუბარი, რომ
ეს პრობლემა გამოსწორებულიყო", - განაცხადა ალექსანდრე იაშვილმა.

გიორგი ჩაკვეტაძე საქართველოს ნაკრებს ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩებში შვეიცარიისა (23 მარტი) და ირლანდიის (27 მარტი) წინააღმდეგ ვერ დაეხმარება.

altვლადიმერ ვაისი: გიორგი ჩაკვეტაძის სიტუაცია ცოტა გაუგებარია

altერთი დებიუტანტით და ჩაკვეტაძის გარეშე - საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

მკითხველის კომენტარები / 9 /
რამდენადაც ვიცი,კლუბს უფლება არა აქვს,სანაკრებო პაუზის დროს ფეხბურთელის ნაკრებში გაშვებაზე უარი თქვას.ამაზე სანქციებია.თუ გენტს უღირს ჯარიმის გადახდა,გადაიხადოს.აქ დათმობა არაფრით არ შეიძლება.ევროპა ვითომ კანონებით ცხოვრობს,მაგრამ ამ კანონების სათავისოდ გამოყენებას ან თუ შესაძლებლობას მისცემ, უგულებელყოფას,ყველა ცდილობს.
სოსო
15:36 18-03-2019
1
კლუბი ქვეყნის ეფედერაციას არ უნდა უბედავდეს ამდენს. სხვა ქვეყნის ნაკრებებს თუ უბედავენ აი მაგალითად უკრაინის? მაგრამ არაფლად გთვლიან და მაგიტოა ეგ
გოგა
13:47 18-03-2019
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული