გიორგი ლორიამ კარი მშრალად შეინახა - "მაგდებურგმა" ბოლო წუთზე პენალტი ვერ გაიტანა

AutoSharing Option
29 მარტს, გერმანიის მეორე ბუნდესლიგის 27-ე ტურში გიორგი ლორიას "მაგდებურგი" საკუთარ მოედანზე ფრეს დასჯერდა "ჰეიდენჰეიმთან" - 0:0.

მატჩი მასპინძელთა დიდი ტერიტორიული და სათამაშო უპირატესობით მიმდინარეობდა, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც მსაჯმა 72-ე წუთზე სტუმართა გუნდის ნახევარმცველს ნორმან ტრეუკრაუფს მეორე ყვითელი ბარათი უჩვენა და გააძევა.

შეხვედრის დასასრულს "მაგდებურგს" გამარჯვების მოპოვების რეალური შანსი მიეცა, მაგრამ თავდამსხმელმა ფელიქს ლოკჰემპერმა თერთმეტმეტრიანი ვერ გამოიყენა.

"მაგდებურგი" 24 ქულით ჯერჯერობით მე-15 ადგილზეა, გასავარდნ ზონას 1 ქულა აშორებს და 8 აპრილს სტუმრად "ჰამბურგს" შეხვდება.

მაგდებურგი. "MDCC
-არენა". 17 517 მაყურებელი
მაგდებურგი - ჰეიდენჰეიმი 0:0
გაძევება: ტრეუკრაუფი (72)
გამოუყენებელი პენალტი: ლოკჰემპერი (90)

მკითხველის კომენტარები / 2 /
რა იყო google translate თარგმნით სტატიებს? ტრეუკრაუფი და ლოკჰემპერი ვინ არიან? :-) ლოტარ მატტჰაუსი :-)
0
ესენი მემგონი ძალით ჩალიჩობენ მესამე ლიგაში გავარდნას
სერგო
00:50 30-03-2019
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული