ბელგიის სუპერლიგაზე ფინალური ექვსეულის მატჩში გიორგი ჩაკვეტაძისა და გიორგი ქვილითაიას "გენტი" სტუმრად 0:3 დამარცხდა "ბრიუგესთან".
ამ შეხვედრის განაცხადში არ იყო ტრავმირებული ჩაკვეტაძე, ხოლო ქვილითაია ისევ სათადარიგო გახლდათ.
აღსანიშნავია, რომ როდესაც ანგარიში 1:0 იყო, მსაჯმა 25-ე წუთზე პირდაპირი წითელი ბარათით გააძევა "გენტის" ნახევარმცველი ვადის ოჯიდა-ოფოე.
"გენტი" 25 ქულით მე-6 ადგილზეა და 3 აპრილს "სტანდარდს" უმასპინძლებს.