თემურ ქეცბაიას გიორგი ლორია და თორნიკე ოქრიაშვილი "ანორთოსისში" მიჰყავს?

AutoSharing Option
ფოტოები: goal.com.cy/gff.ge

თემურ ქეცბაიამ უკვე გააფორმა ფამაგუსტას "ანორთოსისთან" ორწლიანი კონტრაქტი და მუშაობასაც შეუდგა, ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა goal.com.cy ავრცელებს.

კვიპროსული მედიასაშუალებების მტკიცებით კი, ხორვატი მცველი გორდონ შილდენფელდი ზაფხულში კლუბიდან წასვლას გეგმავდა, "ანორთოსისის" ხელმძღვანელობამ კი მასთან მოლაპარაკებებზე ქეცბაიაც მიიწვია.

ქართველმა სპეციალისტმა შილდენფელდს საკუთარი გეგმები გააცნო, რის შემდეგაც გამოცდილმა ხორვატმა მცველმა კლუბთან ახალი კონტრაქტის გაფორმება გადაწყვიტა.

ანალოგიური პროცესი წარიმართა კიდევ ერთი ლეგიონერის, სლოვაკი ანდრაჟ სტრუნას შემთხვევაშიც, რომელიც ქეცბაიას მოსვლის გამო კლუბს აღარ შეიცვლის.

გარდა ამისა, "ანორთოსისში", სადაც ამ დროისთვის ბექა მიქელთაძე და
ნიკა კაჭარავა
ასპარეზობენ, ქართველი ლეგიონერების რიცხვი, შესაძლოა, კიდევ გაიზარდოს. ქეცბაიამ უკვე შეათანხმა ორწლიანი კონტრაქტი თორნიკე ოქრიაშვილთან, რომელიც ამჟამად უკლუბოდაა.

არაა გამორიცხული, ზაფხულში "ანორთოსისის" რიგებში გამოცდილი მეკარე გიორგი ლორიაც გამოჩნდეს, რომელთანაც ქეცბაიას კარგი ურთიერთობები აკავშირებს.

მკითხველის კომენტარები / 12 /
მეც დამიმატეთ რა კაცურად.
Igroki
15:15 01-04-2019
1
ლორიას ხელი არ დაახლოს :დ ძლივს მოხვდა ისეთ ქვეყანაში, სადაც ძალიან კარგი პირობებია ფეხბურთელისთვის და თან არც მგონია რომ ლორია წავიდეს გერმანიიდან უკვე.. ოქრის რაც შეეხება ალბათ ჯობია წავიდეს და ისწავლოს სტაბილურად თამაში ამ უდიდესი ნიჭის პატრონმა
ზუზუ
16:48 01-04-2019
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული