31 მარტს, ბელგიის ჩემპიონატის ფინალური ექვსეულის მატჩში "გენტი" გასვლაზე 0:3 დამარცხდა "ბრიუგესთან". ამ შეხვედრაში განაცხადში არ იყო სტუმართა გუნდის ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე.
არადა, გასული უქმეების წინ "გენტის" მწვრთნელმა იეს ტორუპმა თქვა, რომ ერთ კვირაში 3 მატჩი აქვთ, გიორგი გუნდთან ერთად ვარჯიშობს, როგორც იქნა, მწყობრში ჩადგა და ათამაშებს.
hln.be იუწყება, რომ ჩაკვეტაძემ მუხლის ტრავმა მოირჩინა, მთელი კვირაა გუნდთან ერთად ვარჯიშობს, მაგრამ სავარაუდოდ, "სტანდარდთან" და "გენკთან" არ იასპარეზებს.
ასე რომ, მის დაბრუნებას 13 აპრილს, "ანტვერპენთან" საშინაო შეხვედრაში უნდა ველოდოთ.
ფედერაციაშიც იციან ამის შესახებ