როდის შეძლებს პაპუნაშვილი თამაშს? - გიორგი ინდივიდუალურად ვარჯიშობს [PHOTO+VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ფოტო: eldesmarque.com

"სარაგოსას" ქართველი ნახევარმცველი გიორგი პაპუნაშვილი ესპანეთში დაბრუნდა და მარცხენა ქუსლის ტრავმის შემდგომ რეაბილიტაციას უკვე კლუბის ბაზაზე გააგრძელებს.

"სარაგოსას" მიერ გავრცელებული ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, პაპუნაშვილის გამოჯანმრთელების პროცესი ფინალურ ეტაპზე გადავიდა. 2 აპრილს პაპუნაშვილმა ინდივიდუალურად, სპორტდარბაზში ივარჯიშა.

პირველ აპრილს "ხიმნასტიკთან" მოგებული მატჩის შემდეგ პაპუნაშვილის შესახებ "სარაგოსას" მთავარმა მწვრთნელმა ვიქტორ ფერნანდესმაც ისაუბრა.

"სამწუხაროდ, ვერაფრით გაგახარებთ. იმედი მქონდა, რომ ის უკვე შეძლებდა გუნდთან ერთად ვარჯიშს, თუმცა, როგორც ჩანს, ამ ეტაპზე ეს შეუძლებელია.

ვნახოთ, რისი გაკეთება შეიძლება. პაპუნაშვილი ამბობს, რომ თავს გაცილებით უკეთ
გრძნობს. იმავეს ამბობს სამედიცინო პერსონალიც, თუმცა არსებობს რეკომენდაციები, რომელთა დაცვაც უბრალოდ აუცილებელია.

მოედანზე ის მაშინ დაბრუნდება, როდესაც საკუთარი შესაძლებლობების სრულად დემონსტრირებას შეძლებს", - განაცხადა ფერნანდესმა.

შეგახსენებთ, რომ გიორგი პაპუნაშვილი 4 მარტს თბილისში გაემგზავრა, სადაც 4 კვირის მანძილზე "სარაგოსას" სამედიცინო სამსახურთან კოორდინაციაში საქართველოს ნაკრების ექიმთან, მერაბ ვარძუკაშვილთან მკურნალობდა.

პაპუნაშვილი საკუთარ გუნდს ვერ დაეხმარება 8 აპრილს "კადისთან" და 14 აპრილს "ალკორკონთან" მატჩებში. 21 აპრილს "სარაგოსას" "რეუსთან" უნდა ეთამაშა, თუმცა ეს უკანასკნელი ფინანსური პრობლემების გამო ჩემპიონატიდან მოიხსნა. ამიტომ ქართველი ნახევარმცველის დაბრუნების სავარაუდო თარიღად 28 აპრილი და "კორდობასთან" სტუმრად დაგეგმილი მატჩი სახელდება.

Sportall.Ge

Sportall.Ge

მომზადებულია heraldo.es-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული