"ზაგლებიეს" ქართველი თავდამსხმელი გიორგი გაბედავა, რომელმაც 3 აპრილს კრაკოვის "ვისლასთან" მოგებულ (4:3) შეხვედრაში გოლი გაიტანა, პოლონეთის ექსტრაკლასას ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა.
29 წლის ფეხბურთელმა გოლი მატჩის 25-ე წუთზე გაიტანა და მისი გუნდის უპირატესობა 2-მდე გაზარდა.
აღსანიშნავია, რომ გაბედავამ გოლის გატანა ზედიზედ მეორე მატჩში მოახერხა. 30 მარტს მან "მეიდზ ლეგნიცას" კარის დალაშქვრაც შეძლო.
ქართველი თავდამსხმელი "ზაგლებიეს" მიმდინარე წლის იანვარში საჩხერის "ჩიხურადან" შეუერთდა. მისი კლუბი პოლონეთის უმაღლეს დივიზიონში ბოლო, მე-16 პოზიციას იკავებს.