ლაშა დვალმა რიკოშეტით გოლი გაიტანა - "ფერენცვაროშმა" ლიდერობა განიმტკიცა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
6 აპრილს, უნგრეთის ჩემპიონატის 27-ე ტურში ლაშა დვალის "ფერენცვაროშმა" საკუთარ მოედანზე 3:0 დაამარცხა "პაკში".

ამ შეხვედრაში ანგარიში პირველივე წუთზე დვალის ძლიერი დარტყმის შემდეგ გაიხსნა - ბურთი მცველს მოხვდა და კარში გავიდა. გოლი მატჩის პროტოკოლში ლაშას ჩაუთვალეს.

დვალმა მადიართა პირველობის 8 შეხვედრაში ორჯერ დალაშქრა მეტოქეთა კარი.

"ფერენცვაროში" 61 ქულით პირველ ადგილზეა, უახლოეს მდევარს, "ვიდეოტონს" 11 ქულით უსწრებს და 13 აპრილს სტუმრად "მეზოკოვესდ-ზსორის" შეხვდება.

მკითხველის კომენტარები / 3 /
წარმატება ლაშას. ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელია, მოედანს კარად ხედავს, ბურთს კარგად იჭერს და ძლიერი ფეხიც აქვს, თან თავითაც ძალიან კარგად თამაშობს. მე მგონია ერთ წელიწადში უფრო კარგა ევროპულ ჩემპიონატშიც უნდა გადავიდეს. ინგლისში კარგად გამოუვიდოდა თამაში და კიდევ უფრო წინ წაიწევდა თავისი მონდომებით.
Niko
07:08 25-07-2019
0
მეც არ მახსენდება ვინმეს გაეტანოს, წარმატებები ლაშას !
david
11:56 08-04-2019
0

სიახლეები პოპულარული