გიორგი ჩაკვეტაძე საგოლე გადაცემით დაბრუნდა, მაგრამ თამაშის შემოსატრიალებლად 16 წუთი არ ეყო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
6 აპრილს, ბელგიის ჩემპიონატის პირველი ექვსეულის მესამე ტურში ლიდერმა "გენკმა" ქართველების "გენტს" 2:1 მოუგო.

პირველი ტაიმის დასასრულს უკრაინელმა ნახევარმცველმა რუსლან მალინოვსკიმ დუბლი შეასრულა. მიუხედავად იმისა, რომ "გენტი" აგებდა, მწვრთნელმა იეს ტორუპმა ცვლილებების გაკეთება გვიან დაიწყო, ტრავმამორჩენილი ჩაკვეტაძე 74-ე წუთზე შეუშვა შეცვლაზე, ქვილითაია კი არ ათამაშა.

ჩაკვეტაძემ, რომელსაც 2 თვეზე მეტი ხანია არ უთამაშია, გაამწვავა თავისი გუნდის იერიშები, საგოლე გადაცემა გააკეთა, მაგრამ "გენტმა" მხოლოდ ერთი გოლის გატანა შეძლო.

"გენტმა" ზედიზედ მესამე მატჩი წააგო და 13 აპრილს "ანტვერპენს" უმასპინძლებს.

გენკი. "ლუმინუს არენა".
19 954 მაყურებელი
გენკი - გენტი 2:1
გოლები: 1:0 მალინოვსკი (43, პენ), მალინოვსკი (45+1), 2:1 დერეიკი (87)
გაძევება: მალინოვსკი (90+4)

მკითხველის კომენტარები / 12 /
გიორგი ბიჯო გვიშველე რამე!!!:)
ლაშა
13:24 07-04-2019
4
ძალიან მაგრად ითამაშა, დაჟე არც მეგონა ტრავმის შემდეგ თუ ასე კარგად ითამაშებდა.. ჯერ რა გადაცემები აქვს, რა სისწრაფე და ინტელექტი.. სასწაული ბიჭია, სამწუხაროა, რომ ასეთი ცუდი გუნდელები ჰყავს...
ზუზუ
02:33 07-04-2019
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული