ლეგიონის უქმეები: დაბრუნებები ტრავმის შემდეგ, საგოლე პასები და დებიუტები [VIDEO]

AutoSharing Option
ამ უქმეებზე ქართველი ფეხბურთელები გოლებით ვერ გამოირჩნენ, თუ ლაშა დვალის რიკოშეტით გატანილ გოლს არ ჩავთვლით, მაგრამ იყო საგოლე პასები.
იძულებითი პაუზის შემდეგ მოედანს დაუბრუნდნენ გიორგი ჩაკვეტაძე და ლევან მჭედლიძე, ცოტა ხნით, მაგრამ დასაწყისისთვის კარგია.

იტალია
სერია A-ში ლევან მჭედლიძის "ემპოლი" სტუმრად "უდინეზესთან" 2:3 დამარცხდა. ამ შეხვედრაში გუნდს ქართველი ფორვარდი დაუბრუნდა, ის 72-ე წუთზე შევიდა. ჩვენებურს ზუსტად ერთთვიანი პაუზა ჰქონდა.

ესპანეთი
ლა ლიგა 2-ში გიორგი აბურჯანიას "ლუგო" გალისიაში "ოსასუნას" 2:2 დაუზავდა. ქართველმა ლეგიონერმა შეუცვლელად ითამაშა.

საფრანგეთი
ნასიონალის ლიგაში ამირან სანაიას "როდეზმა" სტუმრად
1:0 მოუგო "რუენს".

პორტუგალია
პრიმეირაში "ნასიონალის" სასტარტოში გიორგი არაბიძე ვიხილეთ, მაგრამ მას არ გაუმართლა - 39-ე წუთზე თანაგუნდელი გაუძევეს და ორ წუთში მწვრთნელი იძულებული გახდა, არაბიძე მოეხსნა. მატჩი მადეირაზე 0:0 დასრულდა. ავთო ებრალიძე ჯერაც ტრავმირებულია და "ნასიონალის" რიგებში დებიუტს ელის.

გიორგი მაკარიძემ კარი მშრალად შეინახა მადეირას "მარიტიმუსთან" 1:0 მოგებულ მატჩში. "სეტუბალის" გოლკიპერის ანგარიშზე 2 "სეივია".

ბელგია
ჟუპილერლიგაში საჩემპიონო ჯგუფის მე-3 ტურის მატჩში ქართველთა "გენტი" ლიდერ "გენკს" ესტუმრა და 1:2 დამარცხდა. ამ შეხვედრაში ფეხბურთს დაუბრუნდა ტრავმამოშუშებული გიორგი ჩაკვეტაძე. 19 წლის შემტევი ნახევარმცველი იეს ტორუპმა მოედანზე 74-ე წუთზე შეუშვა და ამის შემდეგ მოედანზე საუკეთესო სწორედ ის იყო. 87-ე წუთზე ჩაკვეტაძემ ტიმოტი დერეიკს გაატანინა. გიორგი ქვილითაია ამ მატჩში სათადარიგო იყო.

გიორგის ჟუპილერლიგაში 21 მატჩში 4 გოლი და 4 საგოლე პასი აქვს. ჩაკვეტაძემ 30 იანვრის მერე პირველად ითამაშა, ხოლო ჩემპიონატში 27 იანვრის მერე პირველად გამოჩნდა.


პროქსიმუს ლიგაში ირაკლი ბუღრიძის (90 წუთი) "ბეერსხოტი" სტუმრად "ოოსტენდესთან" დამარცხდა - 1:2.

ავსტრია
ბუნდესლიგაში ოთარ კიტეიშვილის "შტურმმა" სტუმრად 1:0 მოუგო ვენის "აუსტრიას". ქართველი ფეხბურთელი 89-ე წუთზე შეცვალეს.

ერსტე ლიგაში ლევან ელოშვილის (81-ე წუთზე შევიდა) "კაპფენბერგი" სტუმრად "ვატენსთან" 1:2 დამარცხდა.

დანია
სუპერლიგაში საბა ლობჟანიძის "რანდერსი" შინ "ვენდსისელს" დაუზავდა - 1:1. ქართველმა შეუცვლელად ითამაშა.

ლაშა პარუნაშვილის (დისკვალიფიკაცია) "ესბიერგი" შინ "მიდტიულანდს" დაუზავდა - 2:2.

შვედეთი
ოლსვენსკანის ლიგაში გიორგი ხარაიშვილის "გიოტებორგმა" 3:0 მოუგო "ელფსბორგს". მეტსაც შეძლებდა, 65-ე წუთზე ქართველ ნახევარმცველს პენალტი რომ არ გაეფუჭებინა. მან შეუცვლელად ითამაშა.

პოლონეთი
ექსტრაკლასაში ვატო არველაძის (58-ე წუთზე შეცვალეს) "კორონა" შინ "ზაგლემბიესთან" 0:2 დამარცხდა.

გიორგი გაბედავამ "იაგელონიასთან" მატჩში ტრავმა მიიღო და ის 41-ე წუთზე შეცვალეს - "სოსნოვიეცი" სტუმრად 1:2 დამარცხდა. გიორგი ივანიშვილი ტრავმირებულია.

გიორგი მერებაშვილის "პოგონი" შინ ლუკა ზარანდიას "არკას" დაუზავდა - 3:3. არცერთ ქართველს არ უთამაშია.

ვაკო გვილიას "გურნიკი" შინ "ლეგიასთან" 1:2 დამარცხდა. ანგულომ 28-ე წუთზე "გურნიკი" გვილიას საგოლე პასით დააწინაურა, მაგრამ შემდეგ ვარშაველებმა თამაში შემოატრიალეს. გვილია ბოლო წუთზე გამოცვალეს.


I ლიგაში გუგა ფალავანდიშვილის (90 წუთი) "პოდბესკიძიემ" შინ 2:0 მოუგო "ტიხის".

შვეიცარია
სუპერლიგაში ლევან ხარაბაძის "ციურიხი" სტუმრად "გრასჰოპერსს" ქალაქის დერბიში დაუზავდა - 1:1. ქართველის პასით ანგარიში სისეიმ გახსნა, თუმცა მეორე ტაიმში მასპინძლებმა გაათანაბრეს. ხარაბაძემ შეუცვლელად ითამაშა.


ოთარ კაკაბაძის "ლუცერნი" სტუმრად "სიონს" დაუზავდა - 2:2. კაკაბაძეს არ უთამაშია.

სლოვაკეთი
ფორტუნა ლიგაში "ჟილინაში" დებიუტი ჰქონდა ლუკა ლოჩოშვილს (90 წუთი), მისი გუნდი კი სტუმრად "დუნაისკა სტრედასთან" 0:1 დამარცხდა.

საბერძნეთი
სუპერლიგაში ლაშა შერგელაშვილის (90 წუთი, გააფრთხილეს) "იანინა" კრეტაზე ოფი-სთან დამარცხდა - 0:1.

გიორგი რეხვიაშვილის (სათადარიგო) "ლევადიაკოსი" სტუმრად 0:0-ს ეთამაშა "ასტერასს".

ხორვატია
HNL-ში გიორგი მჭედლიშვილის (90 წუთი) "გორიცამ" შინ "რიეკას" 1:0 აჯობა.

უნგრეთი
OTP ლიგაში ბუბა დაუშვილის "ჰალადაშმა" სტუმრად "დიოშდიორს" მოუგო 1:0. ქართველს ყოფილი გუნდის წინააღმდეგ არ უთამაშია.

ლაშა დვალის "ფერენცვაროშმა" "პაკშს" 3:0 მოუგო. პირველ წუთზე ლაშას დარტყმულს რიკოშეტი მოჰყვა და გოლი სტუმართა კარში გავიდა. დვალმა შეუცვლელად ითამაშა.

ბაჩანა არაბულის (78-ე წუთზე შევიდა) "პუშკაშ აკადემია" შინ "კიშვარდასთან" განადგურდა - 0:4.

გიორგი ბერიძის (მე-12 წუთზე შევიდა) "უიპეშტმა" შინ 2:1 მოუგო "მეჟოკოვეშდს".

ტრავმირებული ზაქარია ბეგლარიშვილის "ჰონვედი" შინ "მოლ ვიდისთან" დამარცხდა - 0:1.

კვიპროსი

I დივიზიონში ირაკლი მაისურაძის (პირველი ტაიმი ითამაშა) "პარალიმნი" სტუმრად 0:2 დამარცხდა "ალკისთან".

ქართველთა "ანორთოსისი" სტუმრად "დოხას" 3:3-ს ეთამაშა. ნიკა კაჭარავა პირველი ტაიმის მიწურულს შევიდა, ბექა მიქელთაძეს არ უთამაშია.

ალბანეთი
სუპერლიგაში ირაკლი ძარიას "კუკეში" სტუმრად "კასტრიოტისთან" დამარცხდა - 1:2.

ლუქსემბურგი
ნასიონალის ლიგაში ლევან ყენიას "დუდელანჟმა" სტუმრად 3:1 მოუგო "უნიონს", ხოლო ლაზარე კუპატაძის "ჟენეს ეშმა" შინ 1:2 წააგო "შტრასენთან".

რუსეთი
პრემიერლიგაში ჯანო ანანიძემ შეუცვლელად ითამაშა, მისი "კრილია სოვეტოვი" კი სტუმრად "კრასნოდართან" 0:1 დამარცხდა. ეს ჯანოს გუნდის ზედიზედ მესამე წაგებაა. "ჩემპიონატმა" ჯანოს 6 ბალი დაუწერა.

ჯიმი ტაბიძის "უფამ" შინ "როსტოვს" მოუგო 1:0. ქართველი მცველი ტრავმირებულია.

გია გრიგალავას (არ უთამაშია) "არსენალი" სტუმრად "რუბინს" დაუზავდა - 0:0.

ქართველთა "ლოკომოტივი" მოსკოვში "ზენიტს" 1:1 დაუზავდა. საბა კვერკველიამ შეუცვლელად ითამაშა, ხოლო ხვიჩა კვარაცხელია პირველად იყო სასტარტო შემადგენლობაში, ის შესვენებაზე შეცვალეს. ქართველთა შეფასებები: კვერკველია - 6.5, კვარაცხელია - 6.

altМатч ТВ: ხვიჩა კვარაცხელია მოედანზე ერთ-ერთი ყველაზე აქტიური იყო

I დივიზიონში ირაკლი კვეკვესკირის (90 წუთი) "სკა-ხაბაროვსკმა" შინ "შინიკს" 1:0 მოუგო.

უკრაინა
პრემიერლიგაში ჯაბა ლიპარტიას "არსენალმა" სტუმრად 3:1 მოუგო ოდესის "ჩერნომორეცს". ლიპარტია მოედანზე 63-ე წუთზე გამოჩნდა.

თასზე ნიკა სანდოხაძის (81-ე წუთზე შევიდა) "კარპატი" სტუმრად "ინჰულეცს" ესტუმრა, 1:1 ეთამაშა და პენალტების სერიაში 4:5 დათმო. სხვათა შორის, მასპინძელთა რიგებში 88-ე წუთიდან ითამაშა ნიკოლოზ სიჭინავამ.

ზაურ მახარაძის (სათადარიგო) "ზორიამ" სტუმრად 1:0 მოუგო "ლვივს" და შემდეგ ეტაპზეა.

"ვორსკლა" სტუმრად "დნიპროსთან" დამარცხდა - 0:2. სანდრო კობახიძესა და ანდრო გიორგაძეს არ უთამაშიათ.

ყველაზე დიდ ინტერესს "შახტარისა" და კიევის "დინამოს" დაპირისპირება იწვევდა. მატჩი 1:1 მორჩა, პენალტების სერიაში კი დავით ხოჭოლავას გუნდმა 4:3 იმარჯვა და ნახევარფინალშია. ქართველმა მცველმა შეუცვლელად ითამაშა.

altდავით ხოჭოლავა - "დინამოს" დამარცხებაზე: პენალტებამდე მივაღწიეთ და გავიმარჯვეთ

ბელორუსი

ვისშაია ლიგაში აკაკი ხუბუტიას (90 წუთი) "ვიტებსკი" სტუმრად "გოროდეიას" დაუზავდა - 1:1.

გიორგი ქანთარიას (90 წუთი) "ნემანი" შინ "შახტიორთან" დამარცხდა - 0:3.

ლიეტუვა
A ლიგაში ლევან მაჭარაშვილის (70-ე წუთზე გამოცვალეს) "შტუმბრასი" შინ "კაუნოსთან" 0:1 დამარცხდა.

ლატვია
ვირშლიგაში ქართველთა "იელგავა" შინ "ლიეპაიასთან" დამარცხდა - 1:2. ირაკლი ბიძინაშვილმა სასტარტოში დაიწყო, 55-ე წუთზე მან პენალტი გაიტანა, ხოლო მე-80 წუთზე ის გურამ ლუკავათი შეცვალეს.

ბექა ვაჩიბერაძის (90 წუთი, გააფრთხილეს) "რიგასმა" სტუმრად "მეტას" მოუგო - 2:1.

დავით სხირტლაძის (სათადარიგო) "რიგამ" სტუმრად 1:0 მოუგო "დაუგავპილსს". თამაზ პერტიას "ვალმიერა" შინ "ვენტსპილსს" დაუზავდა - 1:1.

აზერბაიჯანი
პრემიერლიგაში თამაზ ცეცხლაძის (სათადარიგო) "საბაილი" სტუმრად "საბაჰთან" დამარცხდა - 1:3.

დავით ვოლკოვის (90 წუთი, გააფრთხილეს) "გაბალამ" შინ "ყარაბაღთან" დათმო - 1:2.

ყაზახეთი
პრემიერლიგაში ელგუჯა ლობჯანიძის (90 წუთი) "თარაზი" სტუმრად "ერტისთან" დამარცხდა - 0:2. აღსანიშნავია, რომ ორივე გოლი სტუმრებმა საკუთარ კარში გაიტანეს.

ქართველთა "ტობოლმა" შინ "აქტობეს" მოუგო - 2:1. ჯაბა კანკავამ და ნიკა კვეკვესკირმა შეუცვლელად ითამაშეს.

კახა ცხადაძის "ორდაბასიმ" შინ "ჟეტისუს" 1:0 მოუგო.

უზბეკეთი
სუპერლიგაში შოთა არველაძის "ფახთაქორმა" შინ "ნასაფს" 2:1 მოუგო და 3 მატჩიდან 9 ქულით ლიდერია.

ელგუჯა გრიგალაშვილის (90 წუთი) "ყიზილქუმი" სტუმრად "ბუხოროს" დაუზავდა - 1:1.

კახა მახარაძის (90 წუთი, გააფრთხილეს) "სოგდიანა" შინ "ტერმეზთან" დამარცხდა - 0:3.

ირანი
სპარსეთის ყურის პრო ლიგაში გიორგი გველესიანის (90 წუთი) "ნასაჯიმ" მაზანდარანში "სეფაჰანს" უმასპინძლა და 0:0 დაუზავდა. ლაშა თოთაძეს არ უთამაშია.

აშშ
MLS-ში "სან ხოსემ" სეზონში პირველად იმარჯვა, "პორტლენდს" 3:0 მოუგო. გურამ კაშიამ ტრავმის გამო ვერ ითამაშა. ვაკო ყაზაიშვილი მოედანზე 76-ე წუთზე გავიდა.
მკითხველის კომენტარები / 2 /
კარგი კაცია სიომინი
irakli
08 აპრილი 2019 13:58
0
მადლობა იური პავლოვიჩს რომ წუხელ ასეთი კარგი საჩუქარი გაგვიკეთა ქართველ გულშემატკივარს, როცა გამოუცდელი ხვიჩა კვარაცხელია დააყენა უპრინციპულეს თამაშში ძირითადში! ხვიჩამაც ნამდვილად არ გაუცრუა იმედები. წარმატებები ხვიჩა! ისე ლოკომოტივი ხელწამოსაკრავი გუნდი ნამდვილად არაა,იქ არაერთი ნაკრების ფეხბურთელი თამაშობს თუნდაც ჩემპიონები მანუარ ფერნანდეში,ედერი ასევე კრიხოვიაკი, ფარფანი,ჰიოვედესი,ჩორლუკა, აქვე არიან ცნობილი რუსები სმოლოვი და მირანჩუკები.მოკლედ კარგ გარემოში და კარგ კონკურენციაშია კვარაცხელია!
kika
08 აპრილი 2019 11:57
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული