"კვირკველიამ ხვიჩას უთხრა, ჩორლუკას ეს აღარ გაუკეთო, თორემ..." - იცით, რა ქნა კვარაცხელიამ?

AutoSharing Option
საფეხბურთო კომენტატორმა ნობელ არუსტამიანმა Sport24-თან ინტერვიუში მოსკოვის "ლოკომოტივის" 18 წლის ქართველ ფეხბურთელზე, ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა.

"როცა თბილისში ვიყავი, საფეხბურთო წრეებიდან ადამიანები ხვიჩა კვარაცხელიაზე მიყვებოდნენ. პრინციპში, მასზე უფრო ადრეც მიყვებოდნენ. მეუბნებიან: "შენ უბრალოდ არ იცი, რა ფეხბურთელია ხვიჩა! მას 18 წელი თებერვალში შეუსრულდა, მაგრამ გასულ წელს "ბენფიკას" წარმომადგენელი იყო მის აგენტთან ჩამოსული და 1 მლნ ევროს და შემდგომი გაყიდვიდან 10 პროცენტს სთავაზობდა".

"ლოკომოტივში" ასეთი ისტორია აქვს: ერთ-ერთ ვარჯიშზე მან ჩორლუკას ორჯერ ფეხებს შორის გაუტარა ბურთი. ეს არაკორექტულად ითვლება, როცა 18 წლის
ბიჭი გუნდის ლიდერს და კაპიტანს ასეთ რამეს უკეთებს. ამბობენ, მასთან კვირკველია მივიდა და უთხრა: "ხვიჩა, კიდევ ერთხელ იზამ ამას და ჩორლუკა არასწორად გამოეხმაურება".

იცით, რა გააკეთა ხვიჩამ? მომდევნო ჯერზე მან ბურთი ზედ გადაატარა, ფეხებს შორის კი არა, ზედ გადაატარა და გვერდიდან მოუარა", - თქვა არუსტამიანმა.

მკითხველის კომენტარები / 13 /
რა ფეხებში ბურთის გატარება წყინთო... დაბოღმილი ფეხბურთის მიმდევრები საერთთოდ დაღუპავენ ფეხბურთს.
ილია
21:28 14-04-2019
1
არამგონია კვირკველიას სერიოზულად ეთქვას, ან ჩორლუკას ეწყინოს... პირიქით, უნდა უხაროდეთ , რომ გუნდში ასეთი ტექნიკური ბიჭი ყავთ
Homeros
05:00 14-04-2019
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული