რუსეთის პრემიერლიგის 24-ე ტურში ქართველების "ლოკომოტივი" ცსკა-ს დაუზავდა - 1:1.
ეს მატჩი მცველმა საბა კვირკველიამ შეუცვლელად ჩაატარა, ხოლო ნახევარმცველი ხვიჩა კვარაცხელია ისევე როგორც წინა ტურში "ახმატთან", სათადარიგო იყო.
კვირკველიამ არაერთხელ გადაარჩინა თავისი გუნდი. აი, რას წერს მის შესახებ შეხვედრის მიმოხილვაში sports.ru:
"საბა კვირკველია თითქმის როგორც მეკარე.
ცსკა გაშვებული გოლის შემდეგ გამოფხიზლდა, მაგრამ "ლოკომოტივი" სივრცეს უზღუდავდა და გასაქანს არ აძლევდა, ხოლო როდესაც რაღაც მაინც გამოსდიოდა, საქმეში მეკარე კვირკველია ერთვებოდა.
მან 4-ჯერ დაბლოკა არმიელთა დარტყმები და ორი მათგანი 33-ე წუთზე ულამაზესი სეივები
იყო. თავიდან ქართველმა ვარდნაში მოიგერია ბურთი, რამდენიმე წამში კი კარის კუთხეში გადაგზავნილი ბურთი მაღალ ნახტომში თავით უკუაგდო".
ცსკა-ს გატანილ გოლს რაც შეეხება, საბამ თავდამსხმელი ჩალოვი დრიბლინგისას აიძულა მარჯვნივ გაწეულიყო, მაგრამ დარტყმაში ხელი ვერ შეუშალა და მეკარემ მახვილი კუთხიდან გაუშვა ბურთი.
მოსკოვი. "RZD არენა". 26 892 მაყურებელი
ლოკომოტივი - ცსკა 1:1
გოლები: 1:0 ჰიოვედესი (13), 1:1 ჩალოვი (40)
"ლოკო" 40 ქულით მეორე ადგილზეა და 24 აპრილს გასვლაზე "როსტოვს" შეხვდება.