"გენტი" გიორგი ჩაკვეტაძის მუხლის გამო შეშფოთებულია და სამედიცინო შემოწმებას ელოდება

AutoSharing Option
ნახევარმცველმა გიორგი ჩაკვეტაძემ "გენტის" სასტარტო შემადგენლობაში ოთხთვიანი პაუზის შემდეგ პირველად ითამაშა, რაც ტრავმით იყო გამოწვეული.

ის "ანდერლეხტთან" მატჩში ძირითად შემადგენლობაში იყო და 59-ე წუთზე შეცვალეს. თუ რა გახდა მისი შეცვლის მიზეზი, ამას voetbalnieuws.be განმარტავს.

"გენტის" გულშემატკივრებისთვის სასიამოვნო ცნობა ისაა, რომ როგორც იქნა, ფინალურ ექვსეულში პირველი ქულა აიღეს. ჩაკვეტაძეს პრობლემა შეექმნა, თუმცა ეს წინა ტრავმის რეციდივს ნაკლებად ჰგავს.

ქართველი ფეხბურთელი მუხლსახვევით თამაშობდა და ადრიენ ტრებელთან  ბურთზე ბრძოლისას ფეხი იტკინა, მაგრამ მოედანი არ დაუტოვებია. ის მეორე ტაიმში შეცვალეს. დეკემბერში მიღებული ტრავმის შემდეგ გიორგის,
პირველ რიგში, ფსიქოლოგიური პრობლემა აქვს.

გუნდის მწვრთნელმა იეს ტორუპმა ამასთან დაკავშირებით Het nieuwsblad-თან კომენტარი გააკეთა:

"თამაშისას მუხლის არეში რაღაც იგრძნო. მთავარია, შესვენების შემდეგ  თამაში გააგრძელა და იცის, რომ თამაში შეუძლია. მუხლზე ყინული დაადეს. ხვალ სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდება. უნდა დაველოდოთ. ისე, ნამატჩევს კარგ ხასიათზე იყო".

Het nieuwsblad-ი აღნიშნავს, რომ როდესაც გიორგის სამედიცინო პერსონალის დახმარება დასჭირდა, პანიკა ატყდა, მაგრამ საგანგაშო არაფერია და თავის დაზღვევის გამო შეცვალეს.

მკითხველის კომენტარები / 31 /
ეს არიან ხელოვნურ კვებაზე გაზრდილი ბავშვები,რომლებსაც კალცის ნაკლებობა აქვთ ორგანიზმში,სუსტი სახსრები,ამას დამატებული ხელოვნურ საფარზე აღზრდილი ბავშვები,არასწორი სირბილი,არაპროფესიონალი მწვრთნელები,არასწორი განვითარება ფიზიკურად,ან სიზარმაცე ფიზიკურ დატვირთვებზე! ძირითადად ქართველი ფეხბურთელების 80 პროცენტს ეზარება ფიზიკური მომზადება და მხოლოდ ტექნიკის იმედზე არიან!
ზურა
08:29 22-04-2019
2
როგორ ახერხება მბაპე, 20 წლის ბიჭი ასეთ დონეზე ტრავმების გარეშე თამაშს, ან როგორ ახერხებს ასი წლის ბენზემა ამდენი ხანი ამ დონეზე ასე ტრავმების გარეშე თამაშს? რა გახდა ამისთანა ეს ამდენი ტრავმა... ეგ კიარა რონალდო კიჭამ, 4-ჯერ ჯოჯოხეთი გამოიარა და უმაღლეს დონეზე თამაშობდა ყოველ ჯერზე... სახელმწიფომ ფეხბურთში ჩადებული ფულის დიდი ნაწილი უნდა გაუშვას ფიზიოთერაპევტების და ფიზმომზადების ტრენერების გადამზადებაში უცხოეთში ჩემი აზრით...
რა მაფიაა?
04:49 22-04-2019
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული