ლეგიონის უქმეები: დვალი ჩემპიონობის მოლოდინში, ვოლკოვის გოლი, მჭედლიძის საგოლე, ჩაკვეტაძე ძირითადში [VIDEO]

AutoSharing Option
გასული შაბათ-კვირა ქართველი ფეხბურთელებისთვის განსაკუთრებით წარმატებული არ ყოფილა, თუმცა ერთი გოლი მაინც გავიდა.

29 წლის თავდამსხმელმა ლევან მჭედლიძემ თავი სერია A-ში საგოლე გადაცემით გამოიჩინა, გიორგი ჩაკვეტაძე კი რამდენიმე თვის შემდეგ "გენტის" სასტარტოში დაბრუნდა.

იტალია
სერია A. 33-ე ტური. ლევან მჭედლიძემ მიმდინარე სეზონში პირველი საგოლე გადაცემა შეასრულა, მისი "ემპოლი" კი სპალ-თან 2:4 დამარცხდა. "ემპოლი" გასავარდნ ზონაშია და დარჩენილ ტურებში ქულების მოპოვება სჭირდება.


ქართველმა ფორვარდმა საგოლე გადაცემა 47-ე წუთზე შეასრულა, როდესაც ჰამედ ტრაორესთან გაითამაშა. მჭედლიძეს გატანაც შეეძლო, თუმცა
მისი შორეული დარტყმა კარს ასცდა.

გერმანია
II ბუნდესლიგა. 30-ე ტური. ბერლინის "უნიონმა", სადაც აკაკი გოგია ასპარეზობს, "ფიურტთან" 1:1 ითამაშა. ქართველი ფეხბურთელი თამაშში მეორე ტაიმის ბოლოს ჩაერთო. "უნიონი" მეოთხე ადგილზეა და ბუნდესლიგაში გადასვლისთვის იბრძვის.

ტრავმირებული გიორგი ლორიას გარეშე მოთამაშე "მაგდებურგი" კი "რეგენსბურგთან" მინიმალური ანგარიშით დამარცხდა - 0:1.

ესპანეთი
ლა ლიგა 2. 35-ე ტური. გიორგი აბურჯანიას "ლუგო" შინ "გრანადასთან" 1:2 დამარცხდა. ქართველი ფეხბურთელის გუნდი გასავარდნ ზონაშია და მე-18 ადგილზე მყოფ "ექსტრემადურას" 2 ქულით ჩამორჩება.

საფრანგეთი
ლიგა 2. 33-ე ტური. 83-ე წუთზე შევიდა მოედანზე ჯაბა ჯიღაური, რომლის "გრენობლიც" ლიგა 1-ში გადასვლისთვის მებრძოლ "ლანსთან" 0:2 დამარცხდა.

ნასიონალი. ამირან სანაია კი მომავალ წელს საფრანგეთის რანგით მეორე დივიზიონში იასპარეზებს. მისი კაპიტნობით "როდეზმა" "ბურჟ პერონას" 2:0 მოუგო.

ბელგია
იუპილერლიგა. საჩემპიონო ჯგუფი. მე-5 ტური. როგორც იქნა, ქულა მოიპოვა "გენტმა", რომელიც ბრიუსელში "ანდერლეხტს" ესტუმრა და ნულოვანი ფრე ეთამაშა. აღსანიშნავია, რომ გიორგი ჩაკვეტაძე ძირითად შემადგენლობაში იყო და 59-ე წუთზე შეცვალეს. ცნობილია, რომ ახალგაზრდა ქართველმა ფეხში დისკომფორტი იგრძნო, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, რამდენად მძიმეა მისი დაზიანება. გიორგი ქვილითაიას კი ბევრი დრო არ მისცემია, ის მოედანზე 92-ე წუთზე გამოვიდა.

პორტუგალია
პრიმიერა. 30-ე ტური. "ნასიონალი" 0:1 დამარცხდა "სპორტინგთან", მასპინძელთა შემადგენლობაში ერთი ქართველი ძირითად შემადგენლობაში იყო, მეორე კი განაცხადშიც არ ყოფილა. ავთო ებრალიძე 65-ე წუთზე შეცვალეს, გიორგი არაბიძე კი რამდენიმე მატჩია აღარ ჩანს. "ნასიონალი" ლიგაში დარჩენისთვის იბრძვის.

გიორგი მაკარიძემ კი კარგი მატჩი ჩაატარა "პორტიმონენსესთან", რომელთანაც მისმა "სეტუბალმა" 1:1 ითამაშა. ქართველმა მეკარემ 4 სეივი განახორციელა და გოლი მატჩის ბოლოს გაუშვა.

რუსეთი
პრემიერ ლიგა. 24-ე ტური. ჯანო ანანიძის "კრილია სოვეტოვი" მოსკოვის "დინამოსთან" 0:1 დამარცხდა. ქართველი ნახევარმცველი 75-ე წუთზე შეცვალეს.

90 წუთი გაატარა მოედანზე საბა კვირველიამ,  მისი "ლოკომოტივი" კი ცსკა-ს დაუზავდა - 1:1. ხვიჩა კვარაცხელია სათადარიგოთა შორის იყო.

გია გრიგალავამ ("არსენალი") სრული მატჩი ჩაატარა "უფასთან" მოგებულ შეხვედრაში. მეტოქის რიგებში კი ტრავმირებულ ჯიმი ტაბიძეს არ უთამაშია.

შვეიცარია
სუპერლიგა. 30-ე ტური. ხანგრძლივი პაუზის შემდეგ მოედანს დაუბრუნა ოთარ კაკაბაძე, რომლის "ლუცერნმაც" "სენტ გალენს" 2:1 სძლია. ქართველი მარჯვენა მცველი მოედანზე 94-ე წუთზე გამოჩნდა.

ლევან ხარაბაძის "ციურიხი" კი "ლუგანოსთან" დამარცხდა - 0:3. ქართველმა ფეხბურთელმა სრული მატჩი ჩაატარა.

დანია
სუპერლიგა. 30-ე ტური. 87 წუთი გაატარა საბა ლობჟანიძემ "ჰობროსთან" მოგებულ შეხვედრაში (1:0). მისი "რანდერსი" დანიის ჩემპიონატის გასავარდნი ზონის მეორე ჯგუფს ლიდერობს.

ავსტრია
ბუნდესლიგა. 26-ე ტური. ნახევარი საათი გაატარა მოედანზე ოთარ კიტეიშვილმა, რომლის "შტურმიც" "ვოლფსბერგერთან" 1:2 დამარცხდა.

უნგრეთი
OTP ლიგა. 29-ე ტური. ლაშა დვალი თითქმის უნგრეთის ჩემპიონია. მისმა "ფერენცვაროშმა" უშუალო მეტოქე "მოლ ვიდი" 4:1 დაამარცხა და ჩემპიონობამდე 2 ქულა აშორებს.

61 წუთი გაატარა მოედანზე ბაჩანა არაბულმა, რომლის "პუშკაშ აკადემიამ" "მეზოკოვეშდი" 1:0 დაამარცხა.

1:2 დამარცხდა "ჰალადაში" "დებრეცენთან". დამარცხებულთა რიგებში 90 წუთი ითამაშა ბუბა დაუშვილმა, რომლის წესების დარღვევის გამოც "ჰალადაშის" კარში პენალტი დაინიშნა.

უგოლო ფრით დასრულდა "უიპეშტისა" და "ჰონვედის" შეხვედრა. მასპინძელთა რიგებში 81 წუთი ითამაშა გიორგი ბერიძემ.

საბერძნეთი
სუპერლიგა. 29-ე ტური. გიორგი რეხვიაშვილის "ლევიადიკოსი" ლიდერ პაოკ-თან განადგურდა (0:5) და საბერძნეთის ელიტარულ დივიზიონს დაემშვიდობა. ლაშა შერგელაშვილის "იანინა" კი "პანიონისთან" ანგარიშით 1:2 დამარცხდა. ქართველმა მცველმა სრული მატჩი ჩაატარა.

სლოვაკეთი
ფორტუნა ლიგა. საჩემპიონო ჯგუფი. მე-5 ტური. ლუკა ლოჩოშვილის "ჟილინა" სახლში 1:2 დამარცხდა "სერედთან". ქართველმა მცველმა შეუცვლელად იასპარეზა.

ხორვატია
NNL. 30-ე ტური. 90 წუთი გაატარა მოედანზე გიორგი მჭედლიშვილმა, რომლის "გორიცამაც" "ზაპრეშიჩთან" ფრედ ითამაშა - 2:2.

კვიპროსი
I დივიზიონი. 29-ე ტური. კვიპროსში ერთმანეთს ქართველების კლუბები დაუპირისპირდნენ და დაზავდნენ - 2:2. "პარალიმნის" რიგებში 90 წუთი გაატარა ირაკლი მაისურაძემ, "ანორთოსისის" რიგებში კი 67-ე წუთზე გამოჩნდა ბექა მიქელთაძე. ნიკა კაჭარავას არ უთამაშია.

ლუქსემბურგი
ნასიონალი. 21-ე ტური. "ჟენეს ეშის" ძირითად შემადგენლობაში ითამაშა ლაზარე კუპატაძემ "უნია შტრასენსთან" ფრედ (1:1) დასრულებულ მატჩში.

ლევან ყენია სასტარტო შემადგენლობაში იყო და პირველივე ტაიმში შეცვალეს. მისმა "დუდელანჟმა" "ნიედერკონი" 2:0 დაამარცხდა.

აზერბაიჯანი
პრემიერლიგა. 25-ე ტური. ზედიზედ მეორე მატჩში გაიტანა დავით ვოლკოვმა, რომელმაც ამჯერად "ზირას" გაუტანა. მისმა "გაბალამ" მოიგო (2:1) და მე-4 ადგილს იკავებს.


ყაზახეთი
პრემიერლიგა. მე-6 ტური. წაუგებელ სერიას აგრძელებს ქართველების "ტობოლი", რომელმაც "ჟეტისუსთან" ნულოვანი ფრე ითამაშა. ნიკა კვეკვესკირმა და ჯაბა კანკავამ სრული მატჩი ჩაატარეს.

ლაშა კასრაძის და ელგუჯა ლობჯანიძის "თარაზი" შახტიორთან" 1:2 დამარცხდა. ლობჯანიძემ შეუცვლელად იასპარეზა, კასრაძეს არ უთამაშია.

აშშ
MLS. მე-8 ტური. ქართველების "სან ხოსემ" "კანზას სიტი" 4:1 გაანადგურა. გურამ კაშია ტრავმირებულია და განაცხადში არ ყოფილა, ვაკო ყაზაიშვილს კი სათამაშო დრო არ მიეცა.
მკითხველის კომენტარები / 3 /
Vako iset cud formashia ROM meehveba sadme itamashon sastatohi.
Kika
14:14 22-04-2019
0
აი, ეს სტატისტიკა აშკარა დასტურია იმისა, თუ რატომ არა აქვს ნაკრებს წარმატება და რეიტინგშიც კვლავ დაღმა მივექანებით. ეს არის სრული კატასტროფა, ასეთი უვიცობა, უტიფრობა და არაპროფესიონალიზმი არც მინახავს და არც წამიკითხავს ან გამიგონია სადმე, რა თქმა უნადა ფედერაციის მხრიდან, თორემ ვაისს ეს მშვენივრად ეცოდინება და ამას სხვაგან არ გააკეთებდა და არც არავინ გააკეთებინებდა, მაგრამ ის გადამთიელია, კარგადაც უხდიან და რასაც ავალებენ აკეთებს. ფედერაციის მიერ მიცემული სიით რომ აკომპლექტებს შემადგენლობას, ამაში საბოლოოდ დავრწმულდი. თავად განსაჯეთ.სტატიის მიხედვით 16 ფეხბურთელმა ითამაშა სრულად და ისინი მათი კლუბების საკვანძო მოთამაშეები არიან, ხოლო საქართველოს ნაკრებში, ამათგან მხოლოდ სამს ეძლევა თამაშის საშუალება, ხოლო ოთხს იძახებენ და იშვიათად ათამაშებენ, და თუ ასეთი მოხდა, ისიც მათთვის უცხო პოზიციაზე, სადაც რა თქმა უნდა შესაძლებლობებს ვერ წარმოაჩენენ. სტატიიდან ჩანს სათადარიგოებიც და ისინიც, ვისაც ცოტა დროს უთმობენ, ანუ ნაკლებად ენდობიან-ზოგს ტრამვების,ზოგს კიდევ შედარებით დაბალი კლასის გამო. ასევე არის ის ფეხბურთელებიც, რომლებიც საერთოდ ვერ მოხვდნენ სიაში, რადგან მათ გუნდი აარ აქვთ, ასეთები ცოტაა, მაგრამ აღნიშვნის ღირსი არიან, რადგან მათზე ხშირად აპელირებენ. ეხლა კი რა ხდება ჩვენთან? ყველაფერი ხდება უკუღმა, წარმოგიდგენიათ? ნაკრების ბირთვს წარმოადგენენ ფეხბურთელები, რომლებსაც კლუბებში ნაკლებად ენდობიან და შესაბამისად ან სკამს ხეხავენ, ან კიდევ ცოტა სათამაშო დრო ეძლევათ, ან გუნდი არა ყავთ, ან ფეხბურთი წლებია არ უთამაშიათ. აქ მიზეზს არააქვს მნიშვნელობა. ხოლო ისინი, ვინც ჯანზეა, სტაბილურია და თავიანთი კლუბებისთვის საკვანძო ფიგურებს წარმოადგენენ, ჩვენთან ყურადღებასაც არ იმსახურებენ, თან ეს ბიჭები საკმაოდ კარგ და ამბიციურ კლუბებში ასპარეზობენ, რომელთაგანაც უმრავლესობას ჩემპ.ლიგაზე ან ევრო.ლიგაზე თამაშის ამბიციები გააჩნიათ. რას ნიშნავს ეს? გაგვცეს ფედერაციამ პასუხი და თუ ეს ვაისის ბრალია ყველაფერი და ასე ვთქვათ მწვრნელი ,,დამოუკიდებელია,, რატომ არ უთავაზებთ ერთს საკადრისად? ეს ხომ თქვენი უფლება და მოვალეობაა ბატონო კობი, რომ ნაკრებს კვალიფიციური მწვრთნელი ჰყავდეს? ან სრული უვიცები ხართ, ან რაღაცას მაიმუნობთ და თაღლითობთ უსირცხვილოდ. ვიცი არ გამომიქვეყნებენ, მაგრამ მაინც, იქნებ შემთხვევით დაბეჭდონ.ჟურნალისტები კიდევ უფრო აგრესიულები და სამართლიანად მაქსიმალურად კრიტიკულები უნდა იყოთ, რადგან ნაკრების წარმატება, თქვენზე დიდწილადაა დამოკიდებული და თქვენ რომ მოწოდების სიმაღლეზე იდგეთ, ამ ნეხვში არ ვიქნებოდით. ყარს ფედერაცია და ნაკრები. როდემდე? ან გულშემატკივარს რას გვერჩით, ან იმ ბიჭებს რატომ ექცევით უსამართლოდ, რომლებიც ნაკრებს იმსახურებენ დიდი ხანია? ზოგიერთს კი ისე აქვს გული გატეხილი, რომ ქვეყნის სახელით თამაშს, უცხო ქვეყნის სახელით გამოსვლა ამჯობინა და ეს ტენდენცია მოიმატებს, თუ აქ რაიმე არ შეიცვალა. ვწერ, რადგან იმედი ბოლოს კვდებაო რომ იტყვიან. იქნებ შეიცვალოს რაიმე.
iaSha
14:13 22-04-2019
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული