ვაკო გვილიას ზაბჟეს "გურნიკმა" 22 აპრილს საკუთარ მოედანზე გდინიას "არკას" 1:0 მოუგო. მატჩის ერთადერთი გოლი პოლონელმა შემტევმა კამილ ზაპოლნიკმა გაიტანა, ვისაც საგოლე გადაცემა ვაკო გვილიამ გაუკეთა.
ამ მატჩის შემდეგ ქართველმა ნახევარმცველმა ადგილობრივ ტელევიზია INTERIA TV-ს ინტერვიუ მისცა:
INTERIA.TV
Czytaj więcej na https://sport.interia.pl/klub-gornik-zabrze/video,vId,2681173#utm_source=paste&utm_medium=paste&utm_campaign=firef
Czytaj więcej na https://sport.interia.pl/klub-gornik-zabrze/video,vId,2681173#utm_source=paste&utm_medium=paste&utm_campaign=firef
INTERIA.TV
Czytaj więcej na https://sport.interia.pl/klub-gornik-zabrze/video,vId,2681173#utm_source=paste&utm_medium=paste&utm_campaign=firefox
Czytaj więcej na https://sport.interia.pl/klub-gornik-zabrze/video,vId,2681173#utm_source=paste&utm_medium=paste&utm_campaign=firefox
- ყველაზე მნიშვნელოვანი ქულების მოპოვება იყო, რას იტყვით ამ მატჩზე?
- ძალიან მნიშვნელოვანი თამაში იყო ჩვენთვის. სატურნირო ცხრილის გათვალისწინებით, 3 ქულა უნდა აგვეღო. არ ჰქონდა მნიშვნელობა, ამას როგორ მოვახერხებდით. მთავარი მოგება იყო და ჩვენ ეს შევძელით.
-
შესანიშნავი საგოლე გადაცემა გაუკეთეთ კამილ ზაპოლნიკს. შეგიძლიათ აღგვიწეროთ ეპიზოდი?
- არაფერი განსაკუთრებული, ვარჯიშებზე ბევრჯერ გაგვიკეთებია მსგავსი რამ. ამჯერად იგივე თამაშის დროს გავიმეორეთ და ეს ძალიან კარგი იყო.
- როგორ შეამჩნიეთ, რომ ზაპოლნიკი თავისუფალი იყო?
- როგორც გითხარით, ხშირად ვვარჯიშობდით ამაზე და ვიცოდი, რომ ზაპოლნიკი იმ ზონაში იქნებოდა. ჩავაწოდე და შესანიშნავი დარტყმით გოლიც გაიტანა.
- თვლით, რომ ეს გამარჯვება გადამწყვეტი მომენტი იყო თქვენთვის? ახლა უკვე 5 ქულით უსწრებთ გასავარდ ზონაში მყოფ "არკას"...
- ეს მხოლოდ ბრძოლის დასაწყისია, ეს არაფერს ნიშნავდა. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ბრძოლა და ქულების მოპოვება. არ ვფიქრობთ იმაზე, თუ რა იქნება 5 თამაშის შემდეგ. ახლაც უნდა გავფრინდეთ ვროცლავში და ავიღოთ 3 ქულა.
- ეს თქვენი პირველი გამარჯვება იყო საშინაო მოედანზე თებერვლის შემდეგ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი გახლდათ...
- დიახ, ზედიზედ 3 თამაში გვქონდა წაგებული სახლში და ძალიან გვინდოდა მოგება ჩვენი გულშემატკივრებისთვის, რომლებიც ამას ნამდვილად იმსახურებენ. ჩვენ ცუდად არ ვთამაშობდით, წაგებებს არ ვიმსახურებდით იმ მატჩებში, თუმცა დავმარცხდით. დღეს ისე კარგად არ გვითამაშია, თუმცა მოვიგეთ და ეს ყველაზე მნიშვნელოვანია ჩვენთვის და "გურნიკის" ფანებისთვის.
- როგორ ფიქრობთ, ახლა უფრო ეფექტიანად თამაშობთ?
- ასე ვერ ვიტყოდი. წინა მატჩებში ძალიან ბევრი შანსი გვქონდა, თუმცა, სამწუხაროდ, გატანას ვერ ვახერხებდით. ასეთია ფეხბურთი, შეიძლება წააგო, შეიძლება მოიგო. დღეს მოვიგეთ და შემდეგ მატჩშიც იმავეს გაკეთებას ვაპირებთ.აღნიშნული შეხვედრა ვაკო გვილიასთავის მე-11 იყო პოლონურ კლუბში. ამ მატჩებში გვილიამ 1 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა გააკეთა.
შემდეგ მატჩს ქართველი ნახევარმცველის გუნდი გასვლაზე გამართავს ვროცლავში, ადგილობრივ "შლიონსკთან". შეხვედრა ხვალ, 25 აპრილს, თბილისის დროით 22:30 საათზე გაიმართება.