
ქართველი ფეხბურთელის კლუბი 7 აპრილს გათამაშების ერთ-ერთ ლიდერთან, ვარშავის "ლეგიასთან" დამარცხდა (1:2), თუმცა გვილია მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო და 28-ე წუთზე საგოლე გადაცემა შეასრულა.

"გურნიკი" 76-ე წუთამდე იგებდა კიდეც, თუმცა დარჩენილ დროში ორი გოლი გაუშვა და საბოლოოდ მატჩი მინიმალური სხვაობით დათმო.
ვაკო გვილიას გუნდი რეგულარული სეზონის დასრულებამდე 1 ტურით ადრე 16-გუნდიან ჩემპიონატში მე-14 ადგილს იკავებს.